ძაან მაგარია სპაიდერმენი, დაახლოებით 4-5 საათი ვითამაშე და მომენტებში გგონია რომ ახალ ფილმს უყურებ იმ დონეზეა დადგმული ზოგი მისია, ბრძოლის მექანიკა ბეტმენს გავს მარა ბევრად დახვეწილია და მრავალფეროვანი, უკეთესი ანიმაციებით. ქალაქში ქსელით გადაადგილება უბრალოდ ეპიკი

თან როგორი მუსიკის ფონზე... მთავარი სიუჟეტიც ჯერჯერობით საინტერესოა ძლიერად იწყება და ინარჩუნებს ტემპს, რავი ზუსტად გადმოსცეს ატმოსფერო ყველაფრის. მინუსებიდან ცოტა ერთფეროვან საიდ ქვესტებს გამოვყოფდი, მაგრამ ასეთი ტიპის თამაშებს ეპატიებათ ჩემი აზრით. მოკლედ ფანები თუ ხართ მარველის, და მითუმეტეს სპაიდერმენის გირჩევთ 1000%, ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, ჩემთვის პირადად ბეტმენის სერიას ჩაანაცვლებს როგორც საუკეთესო თამაშს კომიქსების ჟანრში.