ტრ-ს თემაში არავინ პოსტავს ამიტომ აქ დავწერ
დაახლოებით 10 რევიუ წავიკითხე SHADOW OF THE TOMB RAIDER-ზე, ვეცდები მოკლედ შევაჯამო და პლოტ სპოილერების გარეშე მოგაწოდოთ მოკლე აღწერა.
დასაწყისში ვიტყვი რომ ეს არის ტომბ რაიდერის რებუთ ტრილოგიის დასკვნითი მესამე ნაწილი, 2013 წლის მარტში TOMB RAIDER გამოვიდა, 2015 წლის ნოემბერში Rise of the Tomb Raider, 2 დღეში კი მესამე ნაწილი გამოდის, ვისაც პრე ორდერი აქვს ხვალ შეძლებს უკვე თამაშს. აქვე იმასაც დავამატებ რომ ამით არ სრულდება ეს ფრანჩაიზი და უკვე გადაწყვეტილი ამბავია რომ ტომბ რაიდერზე თამაშები მომავალშიც გამოვა, ოღონდ იქნება Standalone თამაშები და არ იქნება ტრილოგია, ახალი რებუთი არ იგემება და ისევ ამ ლარას ვიხილავთ ოღონდ კლასიკურთან უფრო მიახლოებულს. ამ ნაწილში ლარა უკვე ნამდვილ ტომბ რაიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, ნუ შემქმნელები, დეველოპერები და რევიუერები ამას გვპირდებიან.
სამყარო/ექსპლორაციაწინა ნაწილის მსგავსად 2 ლოკაცია გვაქვს, მექსიკა და პერუს ჯუნგლები, ლოკაციებს შორის თანაფარდობაც დაახლოებით ისეთივეა როგორც სირიასა და ციმბირს შორის იყო, მცირე ნაწილი იქნება მექსიკა და ძირითადი მოქმედება პერუს ჯუნგლებში ხდება. ნუ კლასიკურ ტომბ რაიდერებთან ან თუნდაც ანჩარტედებისგან გასხვავებით რებუთ ტრილოგიას აქცენტი 1 ან 2 ლოკაციაზე აქვს გაკეთებული რომელიც სავსეა ჰაბებით, 2013 წლის თამაშში კი მხოლოდ 1 დიდი კუნძული გვქონდა, ასევე აღსანიშნივია რომ ტომბ რაიდერის ფრანჩაიზის 22 წლიან ისტორიაში აქ იქნება ყველაზე დიდი ჰაბი!
მდინარეები, ტბები, ჩაძირული ნანგრევები, ღრმა გამოქვაბულები, ხეები რომლებზე ცოცვაც შეგვეძლება და საკმაოდ ბევრი ანტიკური ნანგრევები - ეს ყველაფერი შადოუს შემადგენელი ელემენტებია რომლის ექსპლორაციასაც ალბათ საათები, დღეები და თვეები მოვუნდები.
ჩელენჯებ სამარხები გაცილებით რთულად მისაგნებია ვიდრე ეს წინა ნაწილებში იყო, პაზლებიც ბევრად მრავალფეროვანია და რთული. პირველად რებუთ ტრილოგიაში, მოთამაშე შეიძლება დაიკარგოს და ის გრძნობა დაეუფლოს რასაც ასე ვნატრულობდი, კლასიკური ტრ ვისაც უთამაშია მიხვდება რასაც ვგულისხმობ. თამაშში როგორც ზემოთ ვახსენე არის უზარმაზარი ჰაბი მაგრამ ზოგადად Open World არ არის, linear სტილშია მაგრამ ჯუნგლები ისეა შექმნილი და კომპლექსური პაზლებიც ისეა დამატებული რომ ექსპლორაციას ძალიან სასიამოვნოს ხდის.
მოკლედ რომ ვთქვათ ჰაბებზეა აგებული ჩვენი სამყარო, hub-based system გვაქვს.
პერსონაჟებილარა გაცილებით გამოცდილია და ცივსისხლიანი, ძლიერი, უფრო Dark პერსონაჟია და არა დრამა ქვინი ან Cry Baby როგორც ეს 2013 წლის თამაშში იყო, ალბათ გეხსომებათ ლარას პირველი მკვლელობა, ცრემლებად რომ დაიღვარა. აქვე იმასაც ვიტყვი რომ E3-ზე რაც გვანახეს ლარას ძალიან დიდი მუსკულები ჰქონდა, ფინალურ ვერსიაში კი მასე არაა და შედარებით ქალური ფორმები აქვს.
ჯონა - ლარას მთავარი დამხმარეა და მთელი თამაში მის გვერდითაა, რადიო კომუნიკაცია მათ შორის არ წყდება და მუდმივად თავს გვახსენებს.
მთავარი ანტაგონისტი ამ თამაშში არის Pedro Dominguez, რომელიც პერუში არტიფაქტის მოსაძებნად ჩადის. ბევრი წერს რომ ტრილოგიის საუკეთესი ვილაინია.
ძირითადად ეს 3 პერსონაჟია, საიდ პერსონაჟებზე რაც დაიწერა მოკლედ ვიტყვი რომ ადვილად პროგნოზირებადი არიან, მაგალითად უნურატუ ( პაიტიტის დედოფალი).
გეიმფლეიყველა რევიუში ხაზგასმით იწერება რომ როგორც იქნა ფანებს მოუსმინეს და მთავარი აქცენტი გადატანილია არა კომბატზე, არამედ პაზლებზე და ექსპლორაციაზე. ნუ ეს არ არის კლასიკური ტრ მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯია და უფრო ახლოსაა კლასიკურ თავსატეხებთან ვიდრე წინა ნაწილები.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თამაშში გაჯეტების აფდეითი, რომელიც აუცილებელია პროგრესისთვის და სხვადასხვა სკივრების გასახსნელად. ლარას მოუწევს მაჩეტეს გამოყენება, ასევე შესაძლებელი იქნება აუთფითების შექმნა, რაც შესანიღბად გამოადგება.
გეიმფლეის ახალი ელემენტებიდან გამოვყოფდი ცურვას რომელსაც დიდი დრო აქვს დათმობილი, კედელზე ცოცვას თოკის დახმარებით და ჩამოკიდებას.
წინა ნაწილებში ძალიან მაღიზიანებდა ის ფაქტი რომ შუთერს ვთამაშობდი თუ ტრ-ს ვერ გავიგე, მილიონი დასახოცი მტერი მოდიოდა ერთდროულად, ამჯერად ეგ ასპექტიც გამოსწორებულია და მსგავსი რამ აქ არ შეგვხვდება.
ყველაზე მთავარი კი ისაა რომ სირთულის დონეების არჩევა შეგვეძლება ჩვენ გემოზე, კომბატი, პაზლები და Traversal . ზუსტად ვიცი რომ სამივე კომპონენტს სირთულის ბოლო დონეზე ვითამაშებ.
სთორიწინა ნაწილების მსგავსად შადოუც იწყება კატასტროფის სცენით, ამჯერად თვითმფრინავის ჩამოვარდნით. თამაშის პირველი ლოკაცია არის მექსიკა, ქალაქი კოზუმელი, სადაც კიდევ ერთი კატასტროფა გველოდება ცუნამის სახით.
ბევრს არ დავწერ აქ რადგან სპოილერებს ვებრძვი. ვიცი პრე ორდერი აქვს აქ ხალხს და არ დავასპოილერებ, ნუ პრინციპში რევიეუბში ეს ნაწილი მეც გამოვტოვე
ვიზუალივისაც ეშინოდა და ამბობდა რომ წინა ნაწილისგან განსხვავებით გრაფიკა სუსტი იყო მინდა დავამშვიდო და ვუთხრა რომ გრაფიკა მოწოდების სიმაღლეზეა, სამყარო კი ანჩარტედის მსგავსად ფერადი! თამაშს აქვს Photographer Mode, ჰოდა სქრინები და ამბები მერე ნახეთ თქვენ, ათასობით ფოტოს გადავიღებ

წყალქვეშა სამყარო ძალიან ლამაზია და დეტალიზებული, ამ მხრივ ნაკლს ვერ ვიპოვით, ეს სეგმენტი ყველაზე კარგად არის გრაფიკულად დახვეწილი.
მუსიკაამაზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, არ მომისმენია საუნდტრეკები და მგონი არც დევს ჯერ ინტერნეტში მაგრამ რასაც წერენ იმას ვიტყვი რომ სამხრეთ ამერიკის კულტურას და მაიას ტომების ცივილიზაციას ძალიან შეესაბამება და კარგი სინთეზი გამოვიდა.
პ.ს. ვისაც ანჩარტედი მოგწონთ მათთვის მისწრებაა ეს თამაში, ესეც აუცილებლად მოგეწონებათ, ვინც კლასიკურ ტრ-ებზე გაიზარდეთ მათთვისაც მოსაწონი იქნება რადგან ბევრი ელემენტია გადმოტანილი და არის ბევრი სააღდგომო კვერცხი ძველი სერიებიდან, რებუთი ვისაც მოსწონს ისინი ეჭვგარეშეა რომ შეიყვარებენ ამ თამაშს.
წლის თამაშია ჩემთვის პირადად და შეფასებებში 10-დან 2 ქულა რომც დაუწერონ მაინც ვერავინ გადამაფიქრებინებს




