13-ის თარსობის არასოდეს მჯეროდა, აგერ კიდევ 1 მტკიცებულებაც

თითქმის 1 წელია პს4 მაქვს და ჯერ მხოლოდ ცამეტი თამაში მაქვს დახურული, პლატინებში კიდევ უფრო კატასტროფა შედეგები მაქვს. მეცამეტე თამაში წარმატებული აღმოჩნდა და მეორე პლატინა „ავაგდე“.
Until Dawn ჩემთის პირველი თამაში იყო cinematic თამაშების ჟანრში და ოფენ ვორლდებისგან განსხვავებით პირველივე ცდაზე მომეწონა. 1 თვეზე კი გამეწელა ამის თამაში მაგრამ რეალურად 2 კვირა დამჭირდა პლატინისთვის, მინიმუმ ორჯერ დახურვაა საჭირო პლატინის მოსაპოვებლად (ყველა პერსონაჟი გადაარჩინო ან ყველა მოკლა). თამაში არაა დიდი და ანჩარტედივით 80 საათი არ დამიხარჯავს მაგრამ აი როდესაც უკვე აღმოჩენილი მქონდა ყველა შესაძლო ვარიანტი და ვიცოდი როგორ უნდა მემოქმედა პერსონაჟების გადასარჩენად, მოსაძებნებიც ყველაფერი ნაპოვნი მქონდა და უბრალოდ დახურვაზე/პერსონაჟების გადარჩენაზე ვთამაშობდი დაახლოებით 6 საათი დამჭირდა. ამ შესაძლო ვარიანტების აღმოსაჩენად კი 4-5-ჯერ გადავითამაშე თითქმის ყველა ლეველი (სულ 10 ჩაპტერია და პროლოგი). ჯამში საკმაოდ დიდი დრო წამართვა, არც ისეთი იოლი პლატინა აღმოჩნდა როგორც ვვარაუდობდი. აი ბოლო ჩაპტერში ყველა პერსონაჟი უნდა გადაარჩინო და გიწევს ვენდიგოებისგან თავის დაღწევა, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო გაიქცე, დაიმალო თუ მეგობარს დაეხმარო, ნუ კარგი მაგას მიხვდები და დაიმახსოვრებ მაგრამ ზედიზედ 4-5 ჯერ (თითო-ჯერზე 10 წამი დაახლოებით) ისეთი მომენტია რომ კონტროლერი არ უნდა გააქანავო, თორემ ვენდიგო გკლავს ( ეს ვენდიგოები თამაშის ბოროტი „გმირები“ არიან, სქრინს არ ვდებ, ვინც ეხლა აპირებს თამაშს სიურპრიზი იყოს

) სათქმელად იოლია მაგრამ მანდ ძალიან ბევრჯერ დამეღუპნენ პერსონაჟები და ყველაზე მეტჯერ მაგ ჩაპტერის გადათამაშება მომიწია. პირდაპირ დუალშოკიდან მოდის ხმა და თან ვენდიგო რომ გიახლოვდება ხმა მატულობს და ფსიქოლოგიური მომენტია, გინდა არ გინდა ხელი აგიკანკალდება, ბოლოს სკამზე დავდე დუალშოკი და მასე გავედი, ნერვები რომ ამადღლიზა

პლატინას რომ თავი დავანებოთ იმდენად საინტერესო სთორი აქვს რომ ნამდვილად ღირს მისი დახურვა 2-ჯერ, ეხლაც კი როდესაც პლატინა ავიღე ვიცი რომ არის ისეთი ეპიზოდები რომელიც ისტორიას არ ცვლის მაგრამ ჯერ არ გამივლია (მაგ: ჯესიკას და კრისის „სექსები“

).
თოვლი, ჰორორი და ღამე! ეს სამი რაღაც ძალიან მიყვარს და აქ ერთად არის ეს ყველაფერი და მაგანაც განაპირობა ამ თამაშის მოწონება, სურვილი გამიჩნდა ამ ჟანრში ყველა სხვა თამაშიც გავაპლატინო, ისედაც ვაპირებდი დეტროიტის, Heavy Rain-ის და Beyond: Two Souls-ის ყიდვას მაგრამ ამ პლატინამ და ატმოსფერომ სურვილი გამიმძაფრა. 2015 წლის თამაშია და უმრავლესობას დახურული აქვს ვიცი, დეტალებში აღარ წავალ ისედაც პატარა თამაშია და თითოეული სიტყვა სპოილერია

(თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ აქვს ნათამაშები კაპიკებში შეიძლება ყიდვა, თან ბლექ ფრაიდეი მოგვადგა კარს). მეგობრები ბაითზე არიან შეკრებილი და 2 გოგონა (დები) გაუჩინარდებიან, 1 წლის შემდეგ კი მეგობრები იმავე ადგილას იკრიბებიან და მთელი მოქმედება მანდ ხდება, ღამით, სიცივეში, თოვლში და ჰორორ ატმოსფეროში. თამამად ვიტყვი რომ ბევრ ერთუჯრედიან, ყელში ამოსულ დღევანდელ ჰორორ ფილმებს ჯიბეში ჩაისვამს ეს თამაში. არის 2-3 ისეთი ადგილი სადაც მოულოდნელობისგან კინაღამ დუალშოკი გამივარდა, ეგ კიარა მეორე და მესამე ცდაზე როდესაც ვთამაშობდი და ვიცოდი საფრთხის შესახებ მაინც შემეშინდა, გარანტირებული გაქვთ ადრენალინის მომატება

საინტერესო დიალოგებია, არ მოიწყენთ „Mike and Jess are off 69'ing each other and who knows where Sam is“

, “I can tell I still have all seven of my limbs” და ა.შ.
Collectibles არც ისე რთული შესაგროვებელია, მაგრამ უბრალოდ კი არ აგროვებ არამედ დეტექტივი ხარ გარკვეულწილად, სხვადასხვა მინიშნებებს ეძებ რაც გეხმარება საერთო სურათის შეკვრაში და ინფორმაციას იგებ თუ რა მოხდა გასულ წელს. ტოტემების შეგროვება რაღაც ახალი ხილი იყო ჩემთვის, რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი ეს ტოტემები და წინასწარ ხედავდი თუ რა ბედი მოელის ამა თუ იმ პერსონაჟს. მაგალითად სიკვდილის ტოტემი, თუ მას იპოვი პატარა ვიდეოს ხსნი რომლითაც ხედავ თუ რა მოხდება მომავალში - როგორ დაიღუპება პერსონაჟი და ერთგვარი Hint-ია მისი გადარჩენის გზის მოსაძებნად, Danger Totem მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაცნობს და ა.შ. ანუ უბრალოდ ტროფის გამო არ გიწევს მოძებნა, სხვა დატვირთვაც აქვს და ორმაგად სასიამოვნოა.
ყველაფერი ინდივიდუალურია მაგრამ ზოგადად ამ თამაშის მთავარი მინუსი არის დაბალი ფპს და რთულად სამართავი პერსონაჟები, კუს ნაბიჯებით უნდა იარო მაგრამ პირადად ჩემთვის მაგას არ შეუქმნია დისკომფორტი, როდესაც თამაში მოგწონს რაღაცეებზე თვალს დახუჭავ

6$-ად მოვიგე აუქციონზე, 5 დოლარი კი დამიჯდა ტრანსპორტირება მაგრამ კმაყოფილი ვარ, გაამართლა თამაშმა, არ მეგონა მასე თუ მომეწონებოდა, ამჯერად კიდევ ერთ ექსკლუზივს უნდა ჩავუჯდე, ისევ Dawn-ს,

Horizon Zero Dawn-ს. ჯერ მხოლოდ 14 საათი ვითამაშე და კოჭებში ეტყობა რომ ოფენ ვორლდებს შემაყვარებს.



