რაც PS Now მოვხოდე სულ ამას ვთამაშობ. პრინციპში, სხვა თამაშები არც მაინტერესებდა და არც მინდოდა.
ძალიან კარგი თამაშია, აი, უძალიან კარგესი.
სცენარი მშვენიერი
დიალოგი სასაცილო, და ზუსტად ისეთი იუმორით როგორიც ადამიან ვიბობას აქვს.
გრაფიკა და ნიუ იორკი ხომ ზე შესანიშნავი.
თან აშკარად ეტყობა, რომ დეველოპერებმა ყველა სპაიდერმენის თამაში შეისწავლეს და საუეკთესო ელემენტები აიღეს.
თუმცა მცირედი მინუსებიც აქვს:
1. პარკერი არის მახინჯი. რას გავს პიტერის მოდელი, საერთოდ რა არის, ასეთი აგებულების ადამიანი არ მინახავს, სინდრომს ჰგავს ინკრედიბლსიდან.
2. კოსტუმები რაც არის მაინცდამაინც არცერთი არ მომწონს. და ადამიანი ობობას ფიზიონომია არაა ისეთი როგორიც უნდა იყოს. ტომ ჰოლანდის ფიზიონომიას მოარგეს თითქოს. პარკერი არის გამხდარი და დაკუნთული, ბრუსლის ტანზეა რა :givi: ეს ტიპი კიდე ხანდახან ძაან ჯეჯგვი ჩანს.
3. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა თამაში შეისწავლეს მაგრამ ყველაზე ნაკლებად ყველაზე კარგ თამაშს არ მიაქციეს ყურადღება Web of Shadows - ეს იყო რევოლუცია. უფრო მეტი რამ უნდა აეღოთ აქედან, როგორიცაა კომბატი ჰაერში და კედლებზე. საოცრად თავისუფალი და მრავალფეროვანი კომბატი ჰქონდა ამ თამაშს, რომელსაც ეს სპაიდერმენი ვერ ეწევა სამწუხაროდ.
ვსო, დანარჩენი იდეალურია ყველაფერი. ისე ვლაპარაკობ თითქოს დეველოპერები მისმენდნენ.
და ძაან ცუდია მაინც სონიზე რომაა მარტო, მარა ნუ ხომ უნდა გამოწოვონ თავიანთი ექსკლუზივებიდან ფული.
ჯოესტიკით თამაში ძალიან მიჭირს. აი ძალიან. როგორ უმიზნებთ სად გინდათ ვებ ზიპი? რომ ვანელებ დროს მაინც არ მყოფნის რომ ზუსტად იქ დავზიპდე სადაც მინდა. და კომბატის დროს კამერის ტრიალი და თან კომბატი აი ძაან... მგონია ხოლმე რომ მარცხენა ხელით მაწერინებენ საშინაო დავალებას.
მარა ნუ, რას ვიზამთ, მივეჩვევი ალბათ.
უბრალოდ მაუსი და კლავიატურა ბევრად ჯობია და რატომაა ჯოესტიკები უფრო ასეთი პოპულარული უბრალოდ ვერ ვხვდები.
(IMG:
https://img.forum.ge/PqijjiWWiJ6HV.png)
კოკაინით სავსე ბაგაჟნიკები თან რა თემაა ამ საბავშვო თამაშში :დდდ
* * *