დაახლოებით 10 საათი ვითამაშე და ჯერჯერობით ჩათვალე +- პირველი ნაწილია მარა ერთი ორჯერ გაუმჯობესებული ყველაფრით, საუნდ დიზაინი, ანიმაციები (ტრანსპორტი განსაკუთრებით) მენიუთი ნავიგაცია, გრაფიკა, დესიმა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, რეიტრეისინგის გარეშე ძაან მაგარ ვიზუალს დებს სტანდარტულ პს5-ზე.
სირთულეც ვერ იტყვი რო გაიზარდა, პირიქით შედარებით გამარტივებულია გეიმფლეი, სონის გავლენა ეტყობა იმაში რო შეეცადნენ თამაში უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ, კოჯიმას ყველა თამაში არ მაქვს ნათამაშები მარა აქ მგონი პირველად შეიძლება ბოსის გამოტოვება თუ გაიჭედე

დასაწყისიც ერთი დიდი ტუტორიალია და ჯერ ისედაც ნელ სიუჟეტს კიდევ უფრო უგდებს ტემპს
მოკლედ ერთი რამ ეგრევე ნათელია რომ ვისაც პირველი ნაწილი არ მოეწონა ამის თამაშსაც აზრი არ აქვს


This post has been edited by Levson on 25 Jun 2025, 11:34