Uncharted: The Lost Legacy > Uncharted 4: A Thief's End > Uncharted 3:
Drake's Deception > Uncharted 2: Among Thieves > Uncharted: Drake's Fortune
ადრეც ვწერდი რომ ანჩარტედის ყოველი ნაწილი წინაზე უკეთესია, მაგრამ მეოთხე
ნაწილის თამაშის შემდეგ ვფიქრობდი რომ Lost Legacy დაარღვევდა ამ ჯაჭვს 2
მიზეზის გამო: 1) ფრანჩაიზის მთავარი გმირის, ნათან დრეიკის ისტორია მეოთხე
ნაწილით დასრულდა 2) Lost Legacy მეოთხესთან შედარებით საკმაოდ პატარა
თამაშია. თუმცა მიუხედავად ამისა LL ჩემთვის ფრანჩაიზის მარგალიტი გახდა და
პლატინაც ავიღე.
პირველ რიგში მოწონება დაიმსახურა ქლოიმ, ეს პერსონაჟი ჯერ კიდევ მეორე ნაწილში გამოჩნდა და ჩემი სიმპათიები დაიმსახურა. აქ კი რაღაც მომენტში კლასიკური ლარა გამახსენა. ჯუნგლები, ლამაზი ლოკაციები, გამოქვაბულები, საიდუმლო გასასვლელები და კარებების გასახსნელად პატარა პაზლების ამოხსნა, Badass ხარაკწერი და ა.შ. სიამოვნებით ვიხილავდი ამ ხაზის გაგრძელებას, ნათანის ისტორია დასრულდა და Chloe Frazer-ის განვითარებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს.
გეიმფლეი იგივეა როგორც წინა ნაწილებში, თუმცა ამჯერად მთელი თამაშის განმავლობაში Nadine Ross-თან ერთად გვიწევს ყოფნა. ალბათ ბევრს გაახარებდა Multiplayer Co-op რომ ყოფილიყო, Co-op კი აქვს მაგრამ მეოთხე ნაწილის. კლასიკური ანჩარტედია მცირეოდენი განახლებებით და დამატებებით, მაგალითად პირველად ამ ფრანჩაიზში გამოჩნდა Open World, ერთი ჩაპტერი ღია სამყაროა. უფრო მეტიც გვაქვს რუკა და მისი გამოყენების გარეშე ინდოეთის ჯუნგლებში ნავიგაცია ნამდვილად რთული იქნებოდა, თან თუ Collectibles-ების შეგროვებას გადაწყვეტთ რუკა აუცილებლად დაგჭირდებათ, ისევე როგორც ჯიპი. ფეხით შემოვლას საუკუნე მოვუნდებით. სიახლეებია Collectibles-ების ნაწილში, განძებს და Optional Conversations (რომელიც პირველად მეოთხე ნაწილში გამოჩნდა) დაემატა ქლოის სმარტფონით ფოტოების გადაღება და ყუთების გახსნა. ამ მოსაძებნებიდან ყველაზე მეტად ფოტოების გადაღება გამიჭირდა, ბევრი არაა განძებთან შედარებით მაგრამ შესაბამისი ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია, ძირითადი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ლამაზ და WOW ადგილებზე, მაგრამ ასეთი ბევრია და რომელია photo opportunity ზოგიერთ შემთხვევაში რთული მისაგნებია. აქვე პატარა მინიშნებას მოგცემთ, იმ ადგილებში სადაც ფოტოა გადასაღები დაფრინავენ ნემსიყლაპიები მაგრამ იმდენად პატარები არიან რომ ახლოს თუ არ მივედით შორიდან ჭირს შემჩნევა. ყუთები ადვილი საპოვნია, შორიდანაც შეიძლება დანახვა.
Collectibles-ების გარდა დამატებით 11 მონეტაა მოსაძებნი ჯუნგლებში, პოვნასთან ერთად პატარა პაზლის ამოხსნაა საჭირო მათ ასაღებად, ან ბოროტი ბიძიების დახოცვა, მოკლედ საინტერესო პროცესია. ყველას რომ შევაგროვებთ რუკაზე მითითებულ ადგილას მივალთ, მონეტებს დავალაგებთ და უძველეს სამაჯურს ავიღებთ, რომელიც განძების მოსაძებნად იდეალური საშუალებაა. ბავშვობაში ყველას გვითამაშია ცივა-ცხელა, ნივთს რომ ვმალავთ და მეგობარი ეძებს და ჩვენ ვანიშნებთ ახლოსაა თუ შორს. დაახლოებით ეგ ფუნქცია აქვს სამაჯურს, განძთან ახლოს რომ მივალთ ანათებს, თუ ძალიან ახლოს ვართ დუალშოკი ყვირის და წივის

ჯუნგლებშის ოფენ ვორლდში ძალიან გამომადგა, მის გარეშე ალბათ ვერც ვიპოვიდი, გაიდების და იუთუბის გამოყენებას ისევ ეს ვამჯობინე.
მომეწონა Axe Fort trial-ები, 3 ცალი იყო და ძალიან ჰგავდა ტომბ რაიდერ ანივერსარის დანების და მახვილების ოთახს, მაგრამ განსხვავება ის იყო რომ ტომბ რაიდერში სისწრაფე და სისხარტე გჭირდება გასასვლელად აქ კი სწორი კომბინაცია უნდა შეიმუშავო რომ ნაჯახი არ მოგხვდეს, სამივეს თუ უშეცდომოდ გაივლი ტროფით ჯილდოვდები.
ტრადიციულად ერთმანეთშია შერწყმული ექშენი-ექსპპლორაცია და პაზლები. ზოგიერთი პაზლი ძალიან საინტერესო იყო, მაგალითად ჩრდილების პაზლი, მესამე ანჩარტედში mural puzzle თუ გახსოვთ, მაგის მსგავსია ოღონდ გაცილებით რთულია და + ამას ტროფიც აქვს თუ 10-ზე ნაკლებ სვლაში (გადაადგილებაში) ამოვხსნით. პირველ ჯერზე საკმაოდ დიდხანს ვეწვალე, სადღაც 1 საათი, შემდეგ სწორი განლაგება ამოვიწერე, გვერდით საწყისი განლაგება მივუწერე (რითაც პაზლის ამოხსნას ვიწყებთ) და ნახევარ საათში მგონი ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე, 8 სვლაში ამოვხსენი ბოლოს.
სთორის რაც შეეხება ტიპიური ანჩარტედია, ეძებ არტეფაქტს, რომლის ადგილმდებარეობა უცნობია მაგრამ პატარ-პატარა მინიშნებებით უნდა მიაგნო. მხოლოდ ინდოეთში ხდება მოქმედება მაგრამ ლოკაციები მრავალფეროვანია, ნაუთი დოგებს არ ეშლებათ ეს. შეგვხვდება ჯუნგლები, ქალაქი სადაც ომია გაჩაღებული, დაკარგული ქალაქი Belur, ჯუნგლებიდან ქალაქამდე მისასვლელი სარკინიგზო გზა (მატარებელი ამ ფრანჩაიზში სერიოზული თემაა J ) და ა.შ. დეტალიზაცია ერთ-ერთი საუკეთესოა რაც კი მინახავს პს4-ზე ჯერჯერობით
ბოსებად ჩაითვლებიან თუ არა არ ვიცი მაგრამ პრინციპში რატომაც არა, 2 ბოსი ჰყავს თამაშს: მინი ტანკი და შვეულმფრენი. თამაშის ბოლოს მთავარ ბოროტმოქმედ ასავთან ჩხუბს არც განვიხილავ, საკმაოდ მარტივი იყო, ნებისმიერ სირთულეზე. ტანკის და შვეულმფრენის აფეთქება კი დიდი სიამოვნება იყო, ტროფებიც ჰქონდა და თან სირთულის დონეების მიხედვით სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. მაგ: Crushing -ზე სთელზის გარეშე შეუძლებელია გასვლა, ადვილზე კი შვეულმფრენს ისე ვაფეთქებდი რომ არცერთ სხვა მოწინააღმდეგეს არ ვკლავდი. APC Fight (ტანკი) ჩემთვის საუკეთესო ფაითინგი იყო ამ ფრანჩაიზში.
ყველაზე დიდ მინუსად ვთვლი დაბალ FPS-ს, არ ვიცი რამდენი იყო მაგრამ აშკარად ვგრძნობდი და რაღაც მომენტებში მაღიზიანებდა კიდეც. აი მეოთხე ნაწილიც არ არის 60 ფპს მაგრამ ეს გაცილებით „ცუდი“ იყო ამ მხრივ. სლიმზე მაქვს საუბარი თორემ პროზე მგონი 60-ია.
პატარ-პატარა მინუსების გამოჩიჩქვნა რათქმაუნდა შესაძლებელია მაგრამ იმდენად მომეწონა ეს ნაწილი რომ თვალს ვხუჭავ ყველაფერზე.
P.S. რას ფიქრობთ ანჩარტედის ფრანჩაიზზე? ნათანის ისტორია დასრულებულია და ალბათ 100%-ით შეიძლება ვთქვათ რომ ეგ ხაზი აღარ გაგრძელდება (თუმცა რებუთები მოდაშია და ვინ იცის...) მაგრამ ქლოის ხაზი? ან ნათანის შვილზე ახალი ისტორია?