მოულოდნელად ბევრი ინფო ახალ თაობაზე !
გამოცემა Wired-მა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია მომავალ კონსოლზე. ინფორმაცია გააზიარა Playstation-ის მთავარმა არქიტექტორმა მარკ ცერნიმ.
მოკლედ:
1. ცერნი არ უწოდებს მომავალ კონსოლს Playstation 5-ს, ის აღწერს მას როგორც "მომავალი თაობის Playstation-ს"
2. ცერნი ცდილობს რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის რომ კონსოლმა ფუნდამენტალური ცვლილებები მოუტანოს მომხმარებელს და არ იყოს უბრალოდ შავი ყუთი ტელევიზორის ქვეშ.
3. დეველოპერებმა უკვე მიიღეს დევკიტები, ხოლო ცოტა ხნის წინ სონიმ მათი დარიგება საკმაოდ ააჩქარა.
4. მომავალი Playstation-ი არ გამოვა 2019 წელს.
5. კონსოლი აწყობილია AMD Ryzen პროცესორის ბაზაზე (8 ბირთვი), რომელიც შექმნილია 7 ნანომეტრულ Zen 2 არქიტექტურაზე. კონსოლში ჩაყენებულია Radeon Navi-ს კატეგორიის ვიდეობარათი, რომელიც ასევე აღჭურვილია Raytracing-ის ტექნოლოგიით.
6. ერთ-ერთი მთავარი თვისება კონსოლის იქნება Custom AMD ჩიპი რომელიც დაკავებული იქნება მხოლოდ ხმის დამუშავებით. ცერნის არ მოსწონდა რომ დაწყებული Playstation 3-დან ხმა თითქმის არ შეცვლილა თამაშებში.
7. იმისთვის რომ შეამჩნიო განხსვავება ხმაში არ იქნება აუცილებელი ახალი აუდიო ტექნიკის შეძენა, აქცენტია გაკეთებული ხმის დამუშავებაში პირდაპირ თამაშებში - გარემოს გეომეტრიის და მატერიალების გათვალისწინებით.
8. ცერნიმ უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა PS VR-ის ახალ თაობაზე, მაგრამ აღნიშნა რომ PS VR-ი სონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში. ახლანდელი ვერსიები თავსებადი იქნება მომავალ Playstation-თან.
9. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მომავალ Playstation-ში იქნება კონტენტის სწრაფი ჩატვირთვა - კონსოლში დაყენებული იქნება SSD ჯერჯერობით უცნობი მახასიეთებლებით. ცერნიმ ჟურნალისტს ჩაუტარა დემონსტრაცია, დევკიტზე Fast Travel-ი Marvel Spider Man-ში მცირდება 15 წამიდან 0.8 წამამდე.
10. SSD გამოჩენასთან ერთად შემცირდება არა მხოლოდ ჩატვირთვის ეკრანები. ცერნიმ აუხსნა ჟურნალისტებს რომ მოიმატებს ასევე სიჩქარე რომლითაც თამაშის გმირები შეძლებენ გადაადგილებას მაღარ დეტალიზირებულ სამყაროებში. SSD-ის დახმარებით კამერას Marvel Spider-Man -ში შეუძლია ძალიან სწრაფი სიჩქარით გაადადგილება და ამავდროულად მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული გარემოს დეტალიზაცია.
11. მომავალ Playstation-ს აქვს 8K-ს მხარდაჭერა, დემონსტრაცია ტარდებოდა მხოლოდ 4K-ში.
12. ცერნიმ არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ გამოვა თუ არა Death Stranding უკვე ახალ Playstaton-ზე. სონიმ უბრალოდ ისევ დაადასტურა რომ თამაში ხელმისაწვდომი იქნება PS4-ზე.
13. მომავალი Playstation-ი იქნება PS4- თან უკუთავსებადი

. ახალ თაობაზე გადასვლა იგეგმება რაც შეიძლება "რბილად".
14. სონი არ აპირებს დისკებზე უარის თქმას, მომავალ თაობას კვლავ ექნება ფიზიკური დისკის ჩასადები.
ასევე როგორც განაცხადა Kotaku-ს რედაქტორმა Jason Schreier-მა, GDC 2019-ზე მან გაიგო რომ თამაშის ჩატვირთვის არ არსებობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კონსოლის მარკეტინგის დროს.
წყარო :
https://www.wired.com/story/exclusive-sony-next-gen-console/ This post has been edited by Levson on 16 Apr 2019, 20:16