1 წელი გავიდა რაც პს4 მაქვს და დაახლოებით 20-მდე თამაში მოვასწარი, ბევრი არაა მაგრამ რაც გავიარე მაგათ ტოპ 10-ს ასე დავალაგებდი:
1) Rise of the Tomb Raider
2) Resident Evil HD
3) Resident Evil 0
4) Tomb Raider: Definitive Edition
5) Uncharted 4: A Thief's End
6) Batman: Arkham City
7) Batman: Arkham Asylum
8) Uncharted 2: Among Thieves
9) Until Dawn
10) Horizon Zero Dawn
საკულტო თამაშები წინ მაქვს, ტლოუ, GOW და ა.შ. დიდი ალბათობით შეიცვლება ეს ათეული მაგრამ რამდენიმე მათგანი მყარად შეინარჩუნებს თავის პოზიციებს. სულ რაღაც 20-მდე თამაშიდან გამიჭირდა ათეულის შედგენა და ამას რომ დაემატება მერე რა უნდა ვქნა არ ვიცი

პირველ ადგილზე ულაპარაკოდ ტომბ რაიდერი. გრაფიკა მოწოდების სიმაღლეზეა, სთორიც ნორმალურია, ლოკაციები ერთმანეთს ისე საინტერესოდ ებმევა რომ გამორჩენილი Collectibles-ები გადამავიწყდა და აგერ უკვე 52%-ზე ვარ. ნახევარი გავიარე და უკვე პირველ ადგილზე ვაყენებ, ეს ის არის რაც მინდოდა, რთული პაზლები რომ ჰქონოდა ალბათ მართლა შედევრად მოვნათლავდი მაგრამ რაც არის მოლოდინს გადააჭარბა. პირველი ნაწილისგან განსხვავებით შედარებით დაბალანსებულია კომბატი და ექსპლორაცია. თოვლი ჭარბობს მაგრამ ისე ნამდვილად არაა რომ ყელში ამოგივიდეს, არის უდაბნო მცირე დოზით, არის სიმწვანეც და არის გამოქვაბულები, მღვიმეები და ა.შ. ანუ ერთფეროვანიაო თოვლის გამო ვერ ვიტყვი. მოკლედ რებუთის ამ სტილს, 1 დიდი ლოკაცია ერთ თამაშში არ ვიწუნებ.
რეზიდენტების ორიჯინსი აქამდე მყარად იკავებდა პირველ - მეორე ადგილს მაგრამ მოვიდა ლარაჩკა და ჩამოაქვეითა

. ოლდ სქულ გეიმფლეი, ბევრი პაზლი და თან საკმაოდ რთული, დაძაბული და მომნუსხველი ატმოსფერო, ეს ის კომპონენტებია რომელიც დღეს ბევრ "გეიმერს" აფრთხობს და სათოფეზე ვერ ეკარება, მიზეზად კი აქვს: რაღა დროს ეგ რეზიდენტებია, გრაფიკა რას ჰგავს, კონტროლი საშინელებაა და ა.შ. მაგრამ დამიჯერეთ უდიდესი სიამოვნება გელოდებათ, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ოლდ სქული და ნოსტალგია აქვს აუცილებლად უნდა ითამაშოს.
მეოთხე ადგილზე ტომბ რაიდერის რებუთი, ამ თამაშში survival ელემენტების შემოტანამ დაგლიჯა. თამაშის ერთ-ერთი მთავარი კოზირია. გადაჭარბებული კომბატი რომ არა შეიძლება უფრო მოწინაცე პოზიციაზე დამესვა. ჯერ მარტო Shanty Town-ში იმდენი კაცი გავაგორე ალბათ Call of Duty-ს შეშურდებოდა.
მეხუთეზე ჩვენი ძმა ნათან დრეიკია. კერძოდ მისი ბოლო თავგადასავალი.რამდენიც არ უნდა აკრიტიკოთ, ლანძღოთ და ტალახი ესროლოთ ეს თამში უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ექსკლუზივებში არამედ ზოგადად გეიმინგის ისტორიაში. ისეთი ლოკაციებია და გარემო რომ აუცილებლად მოგინდება მეორედ თამაში. კანფეტივით მიდის რა, ბევრმა დაიწუნა კომბატი დაგვაკლდაო, ზოგმა ცარიელი გრაფიკა არისო, ზოგმა სთორიც კი დაუწუნა მაგრამ ამით არაფერი დაკლებია მაგ თამაშს. ხუთეულში თუ არა ათეულში აუცილებლად მეყოლება.
მეექვსე და მეშვიდე ადგილებს ძმები ბეტმენები იყოფენ

მხოლოდ რიდლერის თავსატეხები რომ ყოფილიყო მაინც მოხვდებოდა ჩემ ათეულში ეს ფრანჩაიზი მაგრამ აქ გაცილებით მეტია ვიდრე ეგ თავსატეხები. უსერიოზულესი ატმოსფერო აქვს ამ თამაშს, კაცური თამაშია რა, ცოტა კომბატი მოიკოჭლებს მაგრამ როცა თამაშს 99 პლიუსი აქვს ერთ მინუსი იქ არც ჩანს. ცოტა კი გული მწყდება მხოლოდ 6-7 პოზიციაზე რომ მყავს მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, რომელიღაცა დამეჩაგრებოდა ყველა ვარიანტში. პირველი სამეულია ჯერჯერობით ხელშეუხებელი და სხვებზე მაღლა დგანან. დანარჩენები ახლოს არიან ერთმანეთთან.
მერვე ადგილზე ნათან დრეიკის მეორე ნაწილია. მატარებლის ჩაპტერი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა არამარტო ამ ფრანჩაიზში არამედ ზოგადად გეიმინგ სამყაროში. თავიდან რომ დავიწყე და თოვლიან ლოკაციაშია გადაჩეხილი მატარებელი...ძაან მოვიხიბლე და შოკში ვიყავი.
მეცხრე ადგილზე ანთილ დაუნია, კინოჟანრი თუ ასე მომეწონებოდა არ მეგონა. დღე-დღეზე ნანატრი Quantic Dream Collection ჩამომივა და 3 პოტენციური პლატინაა ფაქტიურად

. თავად ხარ თამაშის შემოქმედი და შენი გადაწყვეტილებები წყვეტს რა მოხდება და როგორ, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მეთქი თამაშში უნდა ვითამაშო და არა უბრალოდ კნოპკებს ვაწვე და ვუყურო მაგრამ როცა ჩავრთე ეგრევე შემიყვარდა ეს ჟანრი.
ათეული კი ჰორიზონ ზერო დაუნით სრულდება. 122 საათი მოვუნდი გაპლატინებას და ათეულის ბოლოში მოხვდა

. ამ თამაშზე დისერტაცია მაქვს დასაცავი და დლს სათამაშო. აუცილებლად დავწერ ადრე თუ გვიან, ეხლა კი უბრალოდ ვიტყვი რომ ისეთი სთორი აქვს რომ მინიმუმ დივერგენტ/შიმშილის თამაშების/ლაბირინთში მორბენალის დონის ფილმების დადებაა შესაძლებელი. ლოკაციები სუპერ და მთავარი პერსონაჟის გახმოვანებაც ძალიან მევასა.
P.S. სასაცილოა მაგრამ პლატინები რაშიც მაქვს ისინი ათეულის ბოლოში არიან, ლარა კროფტ გოუ კი მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ათეულშიც კი ვერ მოიძებნა მისი ადგილი. ასევე ძაფის გორგალიც (Unravel) ათეულს მიღმაა არადა ისეთი საუნდები აქვს, პაზლები და ლოკაციები...
This post has been edited by norika on 7 Jan 2019, 20:35