Batman: Arkham Crisis
ჭორები ღამურას ახალ თავგადასავალზე ისევ გააქტიურდა, ნამდვილად არ მეგონა თუ ამ თაობის კონსოლებზე ვიხილავდით ახალ ნაწილს მაგრამ დიდი შანსია რომ წელსვე გამოვიდეს. ერთ-ერთმა play tester-მა გაგვიზიარა ცინცხალი დეტალები ახალ თამაშზე, რათქმაუნდა თამაშს კოდური სახელწოდება ჰქონდა, "Knightrise Redacted" თუმცა ოფიციალური სახელი არკჰამ კრიზისი უნდა იყოს.
*თამაში შედგება 12 ჩაპტერისგან, თითოეული 1 საათის ხანგრძლივობის
*იქნება 20 საიდ მისია, თითოეულის გაწურვას 3 საათი დასჭირდება, ჯამში დაახლოებით 60 საათი (მაჩვენეთ პრე ორდერი სადაა!!!)
*ღამესთან ერთად დღეც იქნება (მგონი პირველად ბეტმენის ფრანჩაზში, ნუ სიტიში და საგიჟეთში არ მახსოვს დღე და რაინდი ჯერ არ მითააშია)
*ღია სამყაროა და დაახლოებით 1.7-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ჯეტია 5-ის სან ანდრეასი
*რობინს ბეტმენისგან განსხვავებით ძალიან უყვარს სელფაობა

*შედგება Batwing-ის დებიუტი, მისი "გამოძახება" კომბატის დროსაც კი იქნება შესაძლებელი
*კომბატი წინა ნაწილების მსგავსია მაგრამ გაცილებით მეტი skill-ებით
*ჰარლი ქვინის საიდ მისია 3.5 საათის ხანგრძლივობისაა, სხვა სად მისიებიდან აღსანიშნავია მისტერ freeze, black mask და ა.შ. თითოეულს თავისი ისტორია აქვს.
*რიდლერის ტროფები აღარ იქნება მაგრამ ჩემნაირი თავსატეხების მოყვარულებისთვის იქნება 31 კომპლექსური ჩელენჯი, იმდენად რთულებია რომ იუთუბზე გადასახდლითო მაგრამ ნურას უკაცრავად!!!
*skill tree უზარმაზარია და მოიცავს 79 სკილს.
*თამაშის შექმნაზე აქტიურად 2 წელი მუშაობდნენ და დაახლოებით 319 მილიონი დოლარი დაჯდა
*რელიზი ჰელოუინის დღესასწაულზე იგეგმება ანუ ოქტომბრის ბოლოს მაგრამ შეიძლება ნოემბერში გადაიტანონ
*მარტში პირველი ოფიციალური reveal არის დაგეგმილი. ე3-ზე გეიმფლეის გვაჩვენებენ, დამატებით კონტენტს კი DC ივენთებზე.
*რობინის, ჰარლი ქვინის, მისტერ ფრიზის გარდა მნიშვნელოვანი პერსონაჟებიდან აღსანიშნავია Dick Grayson და Jason Todd.
პ.ს. ეს ყველაფერი თუ სიმართლეა და რაინდის თამაშიც მოვასწარი, დროა პირველი პრე ორდერიც გავაკეთო!