დაახლოებით 10 დღის წინ პს5-ის ივენთზე რომ დავდე ინფო, გადავხედოთ რა ვითარებაა, რა შეიცვალა, რა ტყუილი აღმოჩნდა, რა სიმართლე და თან ახალი ამბებიც დავამატოთ.
ესეიგი E3-ზე ვერანაირად ვერ დაველოდებით სონისგან სიახლეებს, რადგან ამ ივენთზე სონიმ გული აიცრუა და ოფიციალურად დაადასტურეს რომ გასული წლის მსგავსად წელსაც არ იქნებიან, შესაბამისად ამ ნაწილში ტყუილი აღმოჩნდა ინფო, თუმცა ახალ სლოგანს რაც შეეხება, It's time to play - სონის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე რომ შევიდეთ დავინახავთ რომ ფეიჯის აღწერაში ეს ფრაზაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაამატეს. დამთხვევაა?
გადავიდეთ ყველაზე მთავარზე, ახალ ინფოებზე, რომელიც მსგავსად წინა ამბებისა ნაწილი შესაძლოა ტყუილი იყოს, ნაწილი გამართლდება, ნაწილი შესაძლოა შეიცვალოს და ა.შ.
რელიზის თარიღად კვლავ ოქტომბერი სახელდება, ამჯერად გვაქვს კონკრეტული თარიღი, 30 ოქტომბერი და ფასი 500 $, მაგრამ Holiday 2020-იო გარკვევით გვითხრეს და რა შეუკიკინეს ამ ოქტომბერს ვერ ვხვდები.
მოცულობა იქნება 2TB
ლაუნჩ ტაიტლები:
Killzone-ს რებუთი Guerrilla Games-ისგან, + ამას დამატებული მულტიპლეიერი. საყოველთაოდ ცნობილია რომ Guerrilla Games მულტიპლეიერზე მუშაობს.
Demon’s Souls-ის რიმეიკი Bluepoint Games-ისგან, ეს იქნება რიმეიკი 100%-იანი, Bluepoint Games-ს სრული თავისუფლება აქვს
SOCOM-ის რებუთი San Diego Studio-სგან, Decima Engine-ს ძრავს იყენებენ.
Gran Turismo 7 Polyphony Digital-ისგან. დეველოპმენტშია ჯერ კიდევ 2014 წლიდან. სონის ისტორიაში ამ თამაშის დეველოპმენტში ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული და იგეგმება რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოხდეს სიახლეების დამატება.
Ratchet & Clank-ის ახალი თამაში Insomniac Games-ისგან. ეს იქნება ახალი ტრილოგიის დასაწყისი.
მულტიპლეიერ თამაში Remedy Entertainment-ისგან, სავარაუდოდ სონი აპირებს ამ სტუდიის შესყიდვას.
WiLD, რომლის დეველოპმენტი Decima Engine-ზე გადავიდა და გამოვა როგორც პს5-ზე ასევე პს4-ზეც. დეველოპერია Wild Sheep Studio.
ახალი ექშენ ტაიტლი London Studio-სგან, თამაშის ინსპირაცია წამოსულია ჰელბლეიდისგან, თამაში იქნება პატარა მაგრამ კარგი და საინტერესო.
კიდევ ერთი ახალი ექშენ ტაიტლი ამჯერად Japan Studio-სგან, კერძოდ Forbidden Siren-ის შემქმნელებისგან. დაახლოებით Gravity Rush 2-ის სტილში.
4) ივენთის თარიღად ამჯერადაც 5 თებერვალი სახელდება, სადაც სისტემურ მახასიათებლებს გვამცნობენ. სულ დაგეგმილია 3 მსგავსი ივენთი, თებერვალში პირველი, მეორე იქნება დაახლოებით ე3-ის პერიოდში სადაც კონტროლერს და სხვა ძირითად მახასიათებლებს გვამცნობენ და მესამე საბოლოო ივენთი იქნება რელიზამდე ცოტა ხნით ადრე.
5) ივენთების გარდა გვექნება ტრადიციული State of Play-ები, რომლითაც ახალ ტრეილერებს გვაჩვენებენ და ჰაიპს გაზრდიან.
6) თამაშები რომელიც არ იქნება ლაუნჩ ტაიტლები მაგრამ წლის განმავლობაში დაანონსდებიან:
ჰორიზონ ზერო დაუნის სიქველი, რელიზი 2021
ახალი ანჩარტედი მაგრამ არა ნოთი დოგებისგან არამედ სხვა სტუდიისგან, რელიზი 2021
Ready at Dawn-ისგან ორდერ 1886-ის სიქველი (2021)
Codemasters-ისგან Motorstorm (2021)
ობობას სიქველი Insomniac Games-ისგან (2021 ბოლო ან 2022 დასაწყისი)
გოვის სიქველი სანტა მონიკასგან (2022)
genDesign-ისგან Fumito Ueda (2022)
7) პს5-ს ექნება პს1,პს2,პს3,პს4 მხარდაჭერა
ძველ თამაშებს გავუშვებთ მაღალი ფპს-ებით და 4კ რეზოლუციით, მაგალითად მოყვანილია პირველი გრან ტურიზმო რომლის თამაშსაც 120 ფპს-შიც კი გვპირდებიან. ასევე შესაძლებელი იქნება ძველ თამაშებზე რეი ტრეისინგიც.
დაახლოებით 2 წლის შემდეგ პსპ და ვიტას თამაშების მხარდაჭერასაც ვარაუდობენ.
8) სონის უნდა ZeniMax Media-იის შეძენა, თუმცა თუ მარტის ბოლომდე არაფერი არ გავიგეთ ესეიგი გარიგება არ შედგა
This post has been edited by norika on 18 Jan 2020, 17:31
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)