სონის ექსკლუზივების უმრავლესობა ვითამაშე და თამამად შემიძლია ვთქვა რომ The Last Guardian ყველაზე ნაკლებად არის დაფასებული, ეს არის შედევრი რის გამოც ღირს პს4-ის ყიდვა, მხოლოდ ეს ერთი ექსკლუზივი რომ ჰქონდეს მაინც დაუფიქრებლად ვიყიდიდი სონის.
რატომ არ არის სათანადოდ დაფასებული და რატომ არ აქვს ისეთი აღიარება როგორც სხვა ექსკლუზივებს? ამის თავისი მიზეზები აქვს: თამაში არის ნელი, რაც განპირობებულია თვითონ თამაშის სტილით, უნდა იფიქრო და იაზროვნო თუ როგორ გახვიდე A პუნქტიდან B პუნქტში, ამას ემატება საშინელი ოპტიმიზაცია და ცუდი კონტროლი, რაც სათამაშო პროცესს კიდევ უფრო ანელებს, შესაბამისად ვისაც ექშენი უყვარს და 60 FPS-ზე ნაკლები დისკომფორტს უქმნის მათთვის არ იქნება მოსაწონი. თუმცა დაახლოებით 1-2 საათში როდესაც თამაშს დაამუღამებ ეს პრობლემა ქრება.
სპოილერებს არ დავწერ მაგრამ ასეთი ემოციები TLOU-ს და ანჩარტედ 4-ის დასრულების დროსაც კი არ მქონია. მატირა ამ თამაშმა, ცხოველები ვისაც უყვარს მათთვის ორმაგად მძაფრი იქნება ეს ემოცია. თამაში პატარა ბიჭზეა რომელიც კოშკში იღვიძებს მხეც ტრიკოსთან ერთად (ჩიტის, კატის და ძაღლის კომბინაცია). მთელი თამაში აგებულია ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მისასვლელი გზების პოვნასა და ამ გზებზე არსებული დაბრკოლებებების გადალახვაში. თითქოს მოსაწყენი ჩანს მაგრამ თანდათანობით ისე რთულდება და ემატება სხვადასხვა ელემენტები რომ მოსაწყენად არ გცალია. თავდაპირველად უნდა მოათვინიერო ეს მხეცი, შემდეგ ასწავლო შენი მითითებების შესრულება და მისი გამოყენებით გზა გაიკვლიო. ყველა პაზლი უნიკალურია და მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს ჰგავს მათი ამოხსნის გზა სხვადასხვანაირია, მაგ: ტრიკოს ეშინია მოჯადოებული შუშის მინების (გამოსახულია ფერადი თვალი), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ დაბრკოლებას რადგან მაგ მინებს ვერ გაცდება ეს მხეცი, ბიჭმა უნდა დაამსხვრიოს ეს მინები და მხეციც გაივლის შემდეგ მაგ გზაზე, თავდაპირველად მარტივია, უბრალოდ გზაზე გხვდება, დაამსხვრევ და გაივლით მაგრამ შემდეგ რთულდება, ეს მინები სადღაც ჰაერშია გამოკიდებული და რომ დაამსხვრიო ახლოს უნდა მიხვიდე, შუშის მინამდე მისასვლელი გზა კი ცალკე პაზლია, არის შემთხვევები როცა მტრები შუშის თვლიანი ფარებით არიან შეიარაღებული და ტრიკო ვერ გეხმარება სანამ შენ ამ ფარებს არ დაულეწავ, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ შენი ამოცანაა სადაც კი ამ შუშის მინას დაინახავ დაამსხვრიო მაგრამ ყველა შემთხვევა განსხვვებულია, ზოგჯერ იარაღი არ გაქვს რომ ეს მინა დაამსხვრიო, მტერს თავი უნდა მოაძრო და მაგით დალეწო. ძალიან სასიამოვნო პროცესია ამ მინების გავლა.
თამაშში ვერ შეხვდებით მუსიკალურ გაფორმებას, არც სჭირდება, უნდა იგრძნო რომ იზოლირებული ხარ, სრულიად მარტო ტრიკოსთან ერთად. მტრები რომელიც ვახსენე ამ ადგილის მცველი ქანდაკებები არიან. უზარმაზარ კოშკებში დადიხარ, ერთი კოშკიდან მეორეში, მეორედან მესამეში და ა.შ. თამაში გაგრძნობინებს რომ აი ოდესღაც რომელიღაც კოშკიდან გამოჩნდება ამ ბიჭის სოფელი და თამაშიც დასრულდება, მაგრამ...რომ გგონია თამაში დასრულდა ყველაფერი მაშინ იწყება, ზუსტად ისე როგორც იაპონურ ანიმაციებშია. ბოლო 3 საათის განმავლობაში ყოველ წუთს მქონდა შეგრძნება რომ აი ამას გავლილი და დასრულდება მაგრამ ეგ წუთები გაგრძელდა 3 საათი. თეთრი კოშკის Climbing Sequence ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო გეიმინგში (ამას ვწერ ტომბ რაიდერების და ანჩარტედების გიჟი ფანი), შემდეგ კი რაც ამ კოშკში და მის სახურავზე ხდება იყო თამაშის პიკი და კულმინაცია. არ დავწერ, ეს თავად უნდა გამოცადოთ, არც იუთუბზე ნახოთ, აიძულეთ თავი რომ თამაშის ბოლომდე მიხვიდეთ და დატკბეთ/განიცადოთ ეგ დასასრული.
იაპონური კულტურა სულ სხვა განზომილებაა და 10 თავით მაღლა დგას ამერიკულ "შედევრებზე". დრო არ დამინიშნავს მაგრამ 30 საათზე მეტხანს მოვუნდი რადგან თამაში ტროფს გაძლევს თუ 30 საათში დახურავ და ეგ ტროფი არ მაქვს.
იყიდეთ, ითხოვეთ, ითამაშეთ (იუთუბზე არ ნახოთ) ხალხო, ასეთი შედევრები გამოდის 7-8 წლის მანძილზე 1 ან 2. ანუ პს4-ზე მხოლოდ ეს ერთია, Shadow of the Colossus რემასტერია და არ ვთვლი.
(IMG:
https://img.forum.ge/JcijjiWWiJJ8c.jpg)