(IMG:
https://img.forum.ge/JqijjiWAiJ3XK.jpg)ბოლო 2 კვირის განმავლობაში სონის 2 State of Play ჰქონდა და ორივემ რეკორდები მოხსნა ნახვის რაოდენობით. რათქმაუნდა ეს მეტწილად თამაშებზეა დამოკიდებული, ცუშიმასაც და ტლოუ 2-საც უამრავი გეიმერი ელოდება მაგრამ ფაქტია რომ ამ ფორმატმა გაამართლა, რამდენიმე წუთიანი გეიმფლეის ნაცვლად 20+ წუთიანი გეიმფლეი და დეტალური განხილვა რომ უკეთესია ეს ფაქტია.
ცუშიმას State of Play 2 კვირის წინ გამოვიდა და 1.7 მილიონი ნახვა აქვს
ტლოუ 2-ის State of Play-ს კი რომელიც 2 დღის წინ გამოვიდა 1.1 მილიონი.
სონის არცერთ State of Play-ს აქამდე მილიონიანი ბარიერი არ გადაულახავს.
P.S. სონი 5-ის მასიური წარმოება დაიწყო რაც იმას ნიშნავს რომ დიდი შანსია დიზაინი ინტერნეტში გავრცელდეს, TLOU 2-ის Leak-ების შემდეგ სონი სიფრთხილეს გამოიჩენს და ეცდება რაც შეიძლება მალე მოახდინოს დიზაინის ანონსი. როგორც უამრავი წყარო წერს ეს მოხდება შემდეგი კვირის დასაწყისში