ახალი კონსოლები მოდის მაგრამ მე ჩვევისამებრ ძველ თამაშზე უნდა დავწერო და ამჯერად ეს არის Tomb Raider Legend
დავიწყოთ ძველი კონსოლებით
PS2
ამ კონსოლზე არის სავარაუდოდ ამ თამაშის ყველაზე ცუდი ვერსია მიუხედავად იმისა რო პოსტ პროცესინგი კარგი აქვს ძალიან არის საშინელი FPSის ვარდნები ჩაკეტილია 30 ზე მაგრამ სავარაუდოდ 20 და დაბლაც აგდებს ხანდახან, დაბალი ტექსტურების ხარისხი, ხანგრძლივი ლოადინგები და ზოგადად პიქსელიც დაბალზე აყენია საკმაოდ, ასევე მთელ ეკრანზე თამაშს რატომღაც საკმაოდ შემსამჩნევი ვერტიკალური ხაზები დაყვება.
XBOX
ამ კონსოლზე არის შესანიშნავი პოსტ პროცესინგი თუმცა ამ პოსტ პროცესინგ ეფექტების გამო ტექსტურები არც ისე ჩოტკი ჩანს მიუხედავად იმისა რო უფრო მაღალ ხარისხშია დაყენებული ვიდრე PS2 ზე. ასევე გვაქვს მაღალი პიქსელი, ძალიან სწრაფი ლოადინგი და რაც ამ პორტს ყველაზე მეტად გამორჩევს იდეალური 60FPSი.
Gamecube
ეს ვერსია როგორც ზოგადად გავრცელებულია გამოირჩევა იმით რომ რატომღაც პოსტ პროცესინგი ფაქტიურად არ არსებობს ასევე არც ანარეკლები წყალზე თუმცა გეიმკუბის ხარისხიანი წყლითაა ჩანაცვლებული სამაგიეროდ წყალი ზოგადად გეიმქუბის ძლიერი მხარე იყო. პიქსელიც მაღალი აყენია ტექსტურებიც მაღალ ხარისხშია და იქედან გამომდინარე რო ფაქტიურად არ არის პოსტ პროცესინგის ეფექტები ძალიან ჩოტკად გამოიყურება ყველაფერი. ლოადინგები საშუალო ხანგრძლივობისაა მაგრამ გარკვეულ ეფექტებზე მაგალითად ბოლზე მტვერზე რატომღაც ვერტიკალური ხაზები შეინიშნება.
გადავიდეთ შემდეგ თაობაზე
XBOX 360
აქ არის ეგრედწოდებული Next Gen ვერსია სადაც უამრავი ცვლილებაა შეტანილი თუმცა რთული სათქმელია რამდენად კარგია ეს ყველაფერი, ბევრგან წყალი გაფუჭებულია და უფრო ტალახს წააგავს ვიდრე წყალს საუბარია ჩანჩქერებზე, FPS 30 ია მაგრამ ვარდნებით, ასევე გრაფიკული ბაგებიც არის შიგადაშიგ, ბალახი პლასტმასისას გავს, ლარას კანი ძალიან გადაპრიალებულია, ძალიან ძლიერი პოსტ პროცესინგის გამო ზოგიერთი რამ კარგად არ ჩანს მაგალითად PDA ს ეკრანი როდესაც პირველად cut scene ში ამოიღებს, ზოგიერთი რიგითი პერსონაჟი აბსოლიტურად სხვანაირად გამოიყურება, თამაში 720p ში ეშვება. აქვე უნდა ავღნიშნო რო ზოგიერთი level ი ამ next gen ვერსიაში საგრძნობლად ატმოსფერული და ლამაზია განსაკუთრებით მეფე არტურის მუზეუმი, ჩრდილების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.
PC
ამ ვერსიაში შესაძლებელია მაქსიმალური გრაფიკის დაყენება რომ იყოს მაღალი ტექსტურებიც როგორც gamecube ში მაღალი პოსტ პროცესინგიც როგორც XBOX ში და ასევე წყალის ზედაპირი ამრეკლავია ძალიან ხარისხიანად და ეს ყველაფერ 60FPS ში და რათქმოუნდა 4K სა და მეტში თუ კომპიუტერის მონაცემები ხელს უწყობს. ასევე შესაძლებელია ეგრედწოდებული NEXT GEN ვერსიის ჩართვაც მაგრამ ეს ვერსია როგორი სიმძლავრისაც არ უნდა იყოს კომპიუტერი მაინც საშინელ FPS ის ვარდნებს იწვევს 30 და ხანდახან უფრო დაბლაც რაც შესაძლებელია ოფიციალური patch ის დაყენებით გასწორდეს თუმცა ეს უკანასკნელი გრაფიკას უფრო დაბალზე აყენებს ვიდრე ეს XBOX 360 ის ვერსიაზე. ჭრის ზოგიერთ ეფექტს ცვლის ზოგიერთ ასეტს და ტექსტურებს და ასე შემდეგ.
PS3
ეს ვერსია ყველაზე გვიან გამოვიდა და წარმოადგენს NEXT GEN ვერსიის ყველაზე უარეს ვარიანტს უფრო მეტი მოჭრილი ეფექტებით ვიდრე ეს PC ის პაჩიან ვერსიაზეა პლიუს ამას შემცირებულია სამყაროში ასეტების რაოდენობა ბალახის რაოდენობაც დაკლებულია და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც საშინელი FPS ის ვარდნები აქვს მეტი არაფერი განსაკუთრებულით არ გამოირჩევა.
ვერსიებს ხარისხის მიხედვით ასე დავალაგებდი
სტანდარტული ვერსია
PS2<Gamecube<XBOX<PC
Next Gen ვერსია
PS3<XBOX360<PC
ჩვეულებრივი ვერსია

Next Gen ვერსია
This post has been edited by Snes on 19 Nov 2020, 00:20