ძირითადად ტრაილერები უკვე 2 კვირაზე მეტია გაჩერებულები არიან, გუშინ წინ დაიკეტა გზა კიდევ ერთხელ და ამ დრომდე არ გახსნილა, საგზაო დეპარტამენტმა დიდი ალბათობით დღეს გავხსნით გზასო, გაწმენდითი სამუშაოები მიდის, ძალიან დიდი ნალექი მოვიდა გუშინ წინ.
აფდეითი:
ელიტ ელექტრონიკსმა არანაირი ცვლილება არ მოხდება, 11-ში დილიდან გაიყიდება ჩვენს ფილიალშიო...

აფდეითი 2: ამ წუთას დაპოსტა საგზაომ:

✅ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
გაზარდა შანსები 1-2 ად

უნდა გამოასწროს როგორმე დღეს ან მაქსიმუმ ხვალ დღის განმავლობაში, თუ ეს ვერ მოხდა გამორიცხეთ მინიმუმ 1 კვირა ჩამოსვლა, რადგან ხუთშაბათიდან 7-10 დღის განმავლობაში კვლავ ძლიერი თოვა და ყინულია გარდაუვალი.
აფდეითი 3>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
100% არ არის დაზუსტებული (მაგრამ თან არის)))) ისეთი წყაროა) კონსოლები აქ არის გილოცავთ!
80 ცალამდე აქვს ელიტს.
This post has been edited by NVIDIA MAN on 9 Mar 2021, 16:50