1 დღეც და მეხუთე თაობა ოფიციალურად გამობრწყინდება
მიყვარს სონი და მიყვარს ფლეისთეიშენი, ჯერ კიდევ 2000-იანებიდან, როცა 5 ლარად 1 ღამით ვქირაობდი პს1-ს და ღამეებს ვათენებდი. კარგი მოგონებები მაქვს და ეს მოგონებები თაობიდან თაობამდე იზრდება მიუხედავად იმისა რომ ყველაზე მდიდარი სათამაშო ბიბლიოთეკის მქონე პს2 გამოვტოვე (ასევე პს3), პს4 რემასტერ-რიმეიკებით მცირედით მაინც ავსებს "გამაზულ" პერიოდს და ისეთი პირი უჩანს ეს ტენდენცია პს5-ზეც უნდა გაგრძელდეს.
რა გვაქვს ან გვექნება უახლოესი 1 წლის განმავლობაში?
Spider-Man: Miles Morales
Demon's Souls
Sackboy: A Big Adventure
Astro's Playroom
Godfall
Returnal
Gran Turismo 7
Horizon Forbidden West
God of War: Ragnarok
ობობა - საკმაოდ დადებითად შეფასდა რევიუერების მიერ, მაღალი ქულები დაუწერეს და პს5-ის სავიზიტო ბარათად მოიაზრება, ნუ ყოველ შემთხვევაში ლაუნჩზე. გრაფიკულად მოწოდების სიმაღლეზეა, 2018 წლის თამაში ვისაც მოეწონა ეს სპინ ოფიც არ დატოვებს იმედგაცრუებულს არავის. უბრალოდ 50 დოლარად არ ღირს 8-9 საათიან თამაშში ფულის გადახდა როცა წინ ბევრი სხვა გემრიელობა გვიახლოვდება (syberpunk 2077 მაგალითად)
დემონები - მიუხედავად იმისა რომ ეს ჟანრი ჩემთვის ჯერჯერობით უცხოა პს5-ს რომ ვყიდულობდე პირველ რიგში ამ თამაშს ვიყიდიდი. ატმოსფერო ყვირის, კივის, წივის, სქრინებშიც კი იგრძნობა თუ როგორი ატმოსფერულია. ბევრი რევიუერი და უცხოელი მეგობარი, ვისაც უკვე ჰქონდათ პატივი და ითამაშეს/გატესტეს ნექსთ გენ თამაშები, დემონების რიმეიკს ასახელებნ როგორც საუკეთესო ვიზუალის მქონე თამაშს. ბლადბორნის, სეკიროს და დარკ სოულსების მოყვარულებს ჩემი რეკომენდაცია არ გჭირდებათ
Sackboy - პაზლი პლატფორმერების მოყვარულებისათვის კარგი საჩუქარი. ლამაზი და ფერადი. თუმცა ჩელენჯები აქვს რთული და ნერვების დასაწყნარებლად არ გამოდგება
ასტროს ფლეირუმი - ეს პს5-ს მოყვება და დამატებით ფულის გადახდა არ მოგვიწევს. რეკომენდირებულია თამაში რადგან დუალსენსის ყველა შესაძლებლობას გაგვატესტინებს და ჯილდოდ პლატინასაც გამოვკრავთ ხელს.
გოდფოლი - დროებითი, 6 თვიანი ექსკლუზივი, რომელიც თავდაპირველად გოდ ოფ ვორის და დარკ სოულსის ნაჯვარ/ნაზავი მეგონა. ასეც არის მაგრამ ეს თამაში ონლაინის მოყვარულებისთვისაა და არა სინგლ ფლეიერებისათვის. ვიზუალურად კარგია მაგრამ ის არ არის რაც პირველი დანახვისას მეგონა.
გრან ტურიზმო - მანქანები არც რეალურ და არც ვირტუალურ ცხოვრებაში არ იყო და ალბათ არც იქნება ჩემი სფერო ლაუნჩად იგეგმებოდა მაგრამ 2021-იო და იმედია ვინც ელოდებით 2021-ს არ გასცდება.
Returnal-ზე ცოტა ინფორმაცია გვაქვს მაგრამ უდაოდ საინტერესო პროექტია. sci-fi მოყვარულებისათვის Must Have არის.
ჰორაიზონი 2 - მიყვარს, არა ძალიან მიყვარს. რა არ დაუწუნეს ამ თამაშს, ცარიელიაო, ერთფეროვანიო, გაშეშებული სახე აქვსო ყველა დიალოგში და ა.შ. კი ეგ ყველაფერი სიმართლეა მაგრამ მჯერა რომ სიქველში გამოსწორდება და გათვალისწინებული იქნება ეს შენიშვნები მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს მე ისეთიც მომეწონება როგორიც პირველი იყო. ულამაზესი ლოკაციები და 30-მდე სახეობის დინო-რობოტი სადაც თითოეულ მათგანთან ბრძოლის სტრატეგია უნდა შეიმუშაო. უზარმაზარ რუკაზე მიმოფანტული მოსაძებნი ნივთები/ვიდეოები რომლებიც ისტორიას განავრცობენ...ეს ის თამაშია პრე ორდერში ფულის გადახდა რომ არ დამენანებოდა თუმცა 1 წესი მაქვს, არასოდეს არ დააპრეორდერო
გოდ ოფ ვორი - ამ თამაშს რეკლამა/რევიუ არ სჭირდება. ჯერ მხოლოდ რამდენიმე წამიანი თიზერი ვნახეთ და მილიონობით ნახვა დააგროვა.
ამ თამაშებმა თუ არ მოგვანდომა პს5 მაშინ უბრალოდ გეიმინგი არ ყოფილა ჩვენთვის. ბევრი აკრიტიკებს პს5-ს და იწუნებს რაღაც დეტალების გამო რომელიც ჩემთვის მართლაც რომ რაღაც დეტალია:
667 გიგაბაიტი თავისუფალი ადგილი - ჩემთვის როგორც დისკის კოლექციონერისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. წესად მაქვს ქცეული სანამ 1 თამაშს არ გავაპლატინებ და სადამდეც შემიძლია იქამდე არ გავწურაც სხვა თამაშზე არ გადავდივარ, მაგიტომაცაა რომ გაუხსნელი დისკების პირამიდა მაქვს. თებერვალში ნაყიდი დისკები ისევ ცელოფნებშია ზოგი, ამ პანდემიის და კარანტინის პირობებშიც კი. შესაბამისად ჩემთვის 1 თამაშიც საკმარისია თუმცა 5-6 თამაშს თავისუფლად დატევთ პს5-ზე.
ვებ-ბრაუზერის არ ქონა რა ტრაგედიაა არ მესმის. 3 წელია პს4 მაქვს და ერთხელაც არ მისარგებლია ვებ ბრაუზერით, სპორტული ინტერესიც კი არ გამჩენია რა და როგორ. მე იმ ხალხის მიკვირს კონსოლს პორნოების საყურებლად რომ იყენებენ. ექნება თუ არა ბრაუზერი კონსოლს ჩემთვის უინტერესოა.
1440p მონიტორების მხარდაჭერის არ ქონა - 500 დოლარიანი კონსოლის ყიდვას ვინც აპირებს და თამაშებშიც არანაკლების დახარჯვას ეს 1440p მონიტორებზეც არ უნდა გვქონდეს გართულება. პს4-ზე ვითხოვდით 4კ გამოსახულებას და პს5-ზე 4კ ტელევიზორები აუცილებლობაა. აუცილებელი არაა სონის და სამსუნგის QLED, OLED გვედოს სახლში, სტანდარტული 4კ ტვ-ები გაცილებით ხელმისაწვდომია ეხლა ვიდრე 2-3 წლის წინ.
პრე ორდერის მომხრე თამაშზე არ ვარ მით უფრო კონსოლზე მაგრამ ვისაც პრე ორდერები გაქვთ ან აპირებთ ლაუნჩზე ყიდვას გილოცავთ, მაგასაც თავისი მუღამი აქვს. კი ვარაუდობენ რომ ეს ბოლო თაობა იქნებაო და მომავალი სტრიმინგის არისო მაგრამ იმედია გადაიწევს ეგ მომავალი. გეიმინგი მოწყობილობის გარეშე ვერ წარმომიდგენია