Ladiesmanჯერჯერობით რაც ვითამაშე (დაახლოებით 4 საათი) ძაან დონეა )) ვიზუალი, საუნდი, და დუალსენსის ფიშკები ყველაფერი ძალიან მაგრადაა გაკეთებული.
წვიმის წვეთების ხმა ისმის კონტროლერიდან თამაშის დროს + ჰაპტიკ ფიდბეკი

ადაპტივ ტრიგერებიც ძალიან საინტერესოდაა გამოყენებული, მარცხენა ტრიგერს ჩათვალე ორი ფუნქცია აქვს. ნახევარ დაჭერაზე დამიზნება და ბოლომდე თუ ჩააჭერ იარაღის მეორე ფუნქციას იყენებ.
ისე თვითონ თამაში საკმაოდ რთულია, როგორც მინიმუმ პირველ ბოსამდე, მერე ცოტას ამუღამებ მარა ჩელენჯი მაინც რჩება. ერთი შეცდომა და ჩათვალე თავიდან იწყებ და ყველა აფგრეიდს კარგავ რაც ააგროვე. მარა ზოგი ინვენტარი სამუდამოა და არ იკარგება, რითაც შემდგომი მცდელობა ცოტათი უფრო მარტივი ხდება. ჯამში გეიმფლეი მაგარი ჩამთვრევია, 4 საათის განმავლობაში ჯერ არ მომიწყენია და მერე რა იქნება არ ვიცი.
სიუჟეტიც საინტერესოა იმის მიუხედავად რომ ჯერ ვერაფერი გავიგე რა ხდება

ვისაც ელიენი და პრომეთეუსი მოსწონს ამის ატმოსფეროთი უკმაყოფილო არ დარჩება
This post has been edited by Levson on 30 Apr 2021, 18:35