მე ვაპირებ ეხლა ტელევიზორის ყიდვას PS5 ისთვის და ბევრი ძებნისა და ქექვის და ინფორმაციის გარკვევის შემდეგ TCL ის QLED ზე შევჩერდი სამსუნგი უკეთესია მაგრამ იმდეანდ არა რომ ორმაგის გადახდა მიღირდეს ეკრანი კი TCL საც და Samsung საც ერთი და იგივე აქვს ზუსტად. უკეთესობას რაც შეეხება უკეთესი დიმინგი აქვს რეალურად მაგაშია მხოლოდ სხვაობა და დიმინგსაც მნიშნველობა უფრო მაშინ აქვს თუ ბნელ ოთახში იყენებ მე ბნელ ოთახში არ მსიამოვნებს ტელევიზორის ყურება ცოტათი განათებული მაქ ყოველთვის და განათებულ ოთახში საერთოდ უდიმინგო ტელევიზორებიც კი მშვენივრად აჩვენებენ.
https://alta.ge/tv-photo-video-audio-game-c...25-qled-en.htmlკონკრეტულად ამ მოდელს ვფიქრობ ერთადერთი 120 ჰერცი არ აქვს რისი ინტერესიც დიდად არ მაქ ისედაც თამაშებში ყოველთვის გრაფიკას დავაყენებ მაღალზე FPS ის გამო არ დავწევ შანსი არაა

.
ჩვეულებრივ ეკრანებს არ ვურჩევ არავის თამაშებისთვის QLED ან მსგავსი ტექნლოგია რეალურად რო ნახოთ ძალიან დიდი განსხვავებაა უბრალოდ LCD LED სა და QLED ს შორის განსაკუთრებით HDR ის შემთხვევაში.
კიდე ისაც უნდა ავღნიშნო რო SMART და ხმის ხარისხი არის ის რაც TCL ს აქვს ძალიან სუსტი და ძირითადად მაგაზე ზოგავენ ყველაზე მეტად თანხას მაგის სმარტზე 20 გიგაბაიტის ზევით ფილმების ყურება არ მოხერხდება გაჭედავს და ნუ პლიუს ხმა აქვს ძალიან ცუდი თუმცა ნებისმიერი ტელევიზორის ხმას როგორ ისმენს ხალხი არ ვიცი მე უზარმაზარი დინამიკები მაქ ტელევიზორზე მიერთებული.
რაც შეეხება OLED ს ჩემი აზრით ზედმეტად გაბერილი ფასი აქვს და არ ღირს მაგდენის გადახდა ოდნავ უკეთესი motion აქვს QLED თან შედარებით და ბნელ ოთახში აჩვენებს იდეალურ შავს რასაც QLED ვერ იზამს სხვა მხრივ ფერების აკურატულობასა და კონტრასტში QLED ჯობნის OLED ს და რაც ყველაზე მთავარია ჩემი აზრით გამძლეობა მანდ QLED ძალიან წინაა OLED ში ძალიან დახვეწეს ეკრანის ჩაწვის პრობლემა მაგრამ მაინც მობრთხილებაა საჭირო და პლიუს ამას დროთა განმავლობაში მაინც სინათლე აკლდება და თანაც საკმაოდ მალე 2 წლის ნახმარ და ახალ OLED ს შორის უკვე საგრძნობი სხვაობაა სინათლეში.
მაგ TCL ის შემდეგ ვიტყოდი რომ კარგი არჩევანი იქნება ეს
https://alta.ge/tv-photo-video-audio-game-c...5q70aauxru.html ამ სამსუნგს უკვე 120 ჰერციც აქვს და უკეთესი დიმინგი. მაგრამ იმდენ ბენეფიტებს არ იძლევა რამდენადაც ძვირია მანდ მარტო ერთი 1000 ლარი მინიმუმ დამატებული იქნება მხოლოდ ბრენდის გამო.
This post has been edited by Snes on 23 Jun 2022, 13:14