#61341892 · 17 Jun 2024, 14:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერაბ ჟორდანიას მოულოდნელი განცხადება - მეორე"დინამო თბილისის" დაარსება იგეგმება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და "ვიტესის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიმ გადაცემა "ტაიმაუტში" სტუმრობისას საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა:
"რაც ახლა თბილისის „დინამოში“ ხდება, არ შეიძლება ჩემი დროის გუნდს შევადაროთ. ამას ვინმეს შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ. მაგრამ, ჩემი მეგობრების შვილები აპირებენ, ის (ძველი) თბილისის „დინამო“ აღადგინონ."
"შესაძლოა, მათ და ახლანდელ „დინამოს“ პრეზიდენტს, რომან ფიფიას შორის დაპირისპირება არ მოხდეს, რადგან რომანი ამბობს, რომ მისი გუნდი ძველი „დინამო“ არ არის. ანუ ჩვენი გუნდის სამართალმემკვიდრეობაზე უარს ამბობს"
"მაშინ, სადავო არაფერია და ჩემი მეგობრის შვილები თბილისის „დინამოს“ აღადგენენ. ორი „დინამოს“ არსებობა იქნება თუ არა კურიოზი? დიახ, იქნება, მაგრამ ამას ვერავინ გაექცევა, ვერც ფეხბურთის ფედერაცია, ვერც სასამართლო და ვერც უეფა"
"ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც რაღაც წარმატებისთვის აქვს მიღწეული, ჩვენს და ჩემს „დინამოსთან“ ასოცირდება და ჩვენგან წავიდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღიარებს, რომ ფიფიას გუნდი ჩვენი „დინამოს“ სამართალმემკვიდრე არაა"
"ასეთი რამ რუმინეთში ლეგენდარულ „სტიაუასთან“ დაკავშირებით მოხდა, სადაც ორი ერთი სახელის მქონე გუნდია და მათ უეფა-ც აღიარებს. ბაზა ვისი იქნება? ის იყო ჩვენი „დინამოს“ საკუთრება და ესეც სასამართლოზე გასარჩევი თემა იქნება", - განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.
This post has been edited by andro-andro22 on 17 Jun 2024, 14:53
|