*ჰაქი* იყო პირვანდელი თემის სათაურში =
*ჰოკეის* დედნის მიხედვით გაქართულებული ფორმა
@
გამოცდილება და იმედიახალბედებს სად გაუმარჯვნიათ და არც საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები გამოდგა გამონაკლისი: უკრაინელი სპეციალისტის მიერ გაწურთნილმა ბაკურიანელმა და თბილისელმა ბიჭებმა ერევანში ორივე ამხანაგური წააგეს გვარიანი სხვაობით, მაგრამ თითო გოლი მაინც გაიტანეს და საერთაშორისო ფედერაციას (იიჰფ) დაანახეს, რომ გაისად, მსოფლიო პირველობის მესამე ჯგუფში თამაში შეეძლებათ.იიჰფ-ისთვის გუნდის ჩვენება მიაჩნდა სომხეთში წასვლის ძირითად მიზნად ფედერაციის ახალ თავკაცს, ნუგზარ პაიკიძეს. პრეზიდენტი საკითხს მაისში, გერმანიაში გასამართ მსოფლიო პირველობაზე დაუყენებს ოფიციოზს, ბიჭები კი სხვა ქვეყანათა ნაკრებებს რომ ეყვანჯნენ, ეგზომ საჭირო გამოცდილება მიიღეს.
საერთო აზრი ეგეთია: მართალია, ახლა წავაგეთ, მაგრამ შინ ავიშენებთ სრული ზომის საციგურაოს, ბევრს ვივარჯიშებთ და გამარჯვებებიც მოვაო, რადგან სხვა რომ არა იყოს რა, განსვენებულთა - დენის დავიდოვისა და ლაშა ცაგარეიშვილის დაწყებულ საქმეს გაგრძელება ჭირდება, და ევგენი ალიპოვის შეგირდებსაც ფანატიკურად უყვართ ჰოკეი!
სკანდალის ჩასაფარცხად?ჩვენგან განსხვავებით, აფრიკაცა და სომხეთიც დაკაცებული გუნდები არიან. გამარჯვებით ტრაბახი და მეტოქის დაკნინება უცხოური წესია. ჰოდა, აფრიკამ დაგვამადლა, რომ გაგისწარით, მოვდუნდით და დაგზოგეთო, მეზობლები კი გვემდურიან, ძაან უწესოდ ყვანჯობთ და ერთხელაც იქნება, ვისმე შემოელახებითო. არადა, ქართველ თვით-მხილველთა თანახმად, სწორედ რომ მასპინძლები გვეურჯუკებოდნენ და მსაჯებიც მათ ემხრობოდნენ.
აფრიკას გოლი ვახტანგ გოგიჩაიშვილმა გაუტანა, სომხეთს კი ბაჩო ოგანეზიანმა. თამაშები კარენ დემირჭიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში მოეწყო. სეირზე დასწრება მუქთი იყო. მერე იქვე გაჩაღდა მსოფლიოს პული. გადაუმოწმებელი ცნობებით, სომხეთმა ჩვენთან სულ კალიფორნიელები ათამაშა, მერე კი იიჰფ-ის დელეგატი მოთაფლა და განაცხადიდან ექვსი ამერიკელიღა ამოაშლევინა.
გაცხრილულმა გუნდმა, გაუსაძლისი დატვირთვის და მიუხედავად, მაინც დაანგრია აფრიკა. იიჰფ-ს წესად აქვს, რაგინდარა ტურნირიდან აწარმოოს ვებ-ლაივები და ოქმებიც ყოველი პერიოდის შემდეგ განაახლოს, მაგრამ ერევანში თურმე ინტერნეთი ჭირს, რის გამოც საითზე მშრალი ანგარიშებიღა იწერება. ამან ყვანჯოსანთა მსოფლიო ფორუმის ყოვლის მცოდნე წევრებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა, ეტყობა, ყველაფერი ისე კეთდება, რომ მორიგი სომხური სკანდალი ჩაიფარცხოსო.
საქართველო ერევანშიკვი 11/04 სამხრეთი აფრიკა 1:8 (0:5 1:2 0:1)
ორ 12/04 სომხეთი 1:22 (0:8 0:10 1:4)
მსოფლიო პირველობის '3ბ' ჯგუფი14/04 სომხეთი - აფრიკა 9:2, ჩრდ.კორეა - მონღოლეთი 22:1
@
დღესაა სომხეთი - კორეა ჩვენებურად საღამოს შვიდზე This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 15 Apr 2010, 15:53
მიმაგრებული სურათი