მართლა არ მეგონა ამ რაიან ჯეკზე თუ იყო ლაპარაკი. კაცი დღესაც შოტლანდიის ნაკრებში თამაშობს.
რაიან ჯეკი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო ჯერარდის რეინჯერსში, როდესაც რეინჯერსმა სელტიკის ჰეგემონია დაამხო და მოუგო ჩემპიონშიფი.
ძალიან გამიკვირდა. ჯეკი საკმარისად მაღალი დონის ფეხბურთელია, ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატში წამოსასვლელად.
რატომ არ წავიდა სადმე დანდიში ან კილმანროკში?
პასუხი შეიძლება იყოს ქრონიკული ტრავმიანობა. ბოლო წლებში იმდენად ხშირად იღებს ტრავმებს. ფორმის აღდგენასაც კი ვერ ასწრებს.
სარისკო ტრანსფერია. მაგრამ თუ გაამართლა. მაღალი დონის ნახევარმცველი დაემატება ტორპედოს.
მუშა საყრდენი, რომელიც გოლებსაც ხშირად იტანს.