რამდენიმე ეპიზოდში ოთხ-ხუთ წამს კარგავდნენ გადაწყვეტილების მიღებისას,სამ მეტრში
ზუსტი პასი ვერ გააკეთეს ერთი ოთხჯერ მაინც-მე აღმოსავლეთის მეორე იარუსზე ვიჯექი(იმ სექტორის
მარჯვნივ უკვე აღარ არის სკამები,უბრალოდ ბეტონის ფენებია) და მეორე ტაიმში "დინამო"-ს
ყველა შეტევას ძალიან კარგად ვხედავდი.ძალიან გამაღიზიანა იმან,რომ ჩემს ახლოს ისეთი
ხალხი შეიკრიბა,რომელთაც საკუთარი გუნდის მხარდაჭერასა და მეტოქის დედის და სხვა ახლობლების თუ ნათესავების სხვადასხვა ზმნის შვიდივე ბრუნვაში მოხსენიებას შორის განსხვავება დღემდე ვერ გაუცნობიერებიათ და ნაღდი გულშემატკივრობა "სუდია-პ........ტ"-ის
ყვირილი ჰგონიათ,ერთი "დინამო" ან "გოლი" არ გამიგია მათგან-მომეწონა,რომ აღმოსავლეთის
ქვედა იარუსის ცენტრში ჩვენების 300-400 გულშემატკივარი იყო,რომლებმაც მთელი მატჩი
შეძახილებში და დოლზე დაკვრაში გაატარეს-გულშემატკივრობის კულტურის ჩამოსაყალიბებლად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ხალხის მომრავლება.მათ მატჩის წინ
ქაღალდის პატარა ნაგლეჯებიც აყარეს ჰაერში ორჯერ-სამჯერ,რამაც ევროპულ თუ სამხრეთამერიკულ სტადიონებზე არსებული ატმოსფერო გამახსენა.ბობოხიძე არის დაბალი
დონის ფორვარდი,მელქაძე კი საერთოდ ძალიან ინერტული იყო სამწუხაროდ.მომეწონა
კანდელაკი,აკობია,იაშვილი(კანდელაკმა რომ ფლანგიდან ჩააწოდა,ნაღდად დაქაჩა დანიელმა
მცველმა მაისურზე და უსამართლობაა,მსაჯმა პენალტი რომ არ დანიშნა,ეს ეპიზოდი ძალიან
კარგად დავინახე,ასევე ის მომენტი დამამახსოვრდა,მეკარე ანგრეკენი რომ მიწაზე იყო განრთხმული და იაშვილმა მცველს გაარტყა მხარში,თორემ ალბათ ძელიდან კარში გავიდოდა
ბურთი,დამატებაზე კი ერთმანეთს შეუშალეს ხელი ჩვენებმა).სკოუბოს გოლი სტურუას დონის
მეკარეს არ უნდა გაეშვა,ნახტომი დააგვიანა და თან არც გამოუვიდა გრძელი.ელმანდერის
გოლი მართლაც ძალიან ლამაზი იყო -ერთი მოატყუა,გასცდა მეორეს,მესამეს და უკვე ვერ
წამროვიდგენდი,რომ დამაგვირგვინებელი დარტყმისთვის ძალა ეყოფოდა-მაგრამ რონი ო'
სალივანი რომ სვამს ლუზაში ბილიარდის ბურთს,ისეთი სიზუსტით ჩასვა კუთხეში ბურთი,
თან ძალიან კარგად ჩაახვია.ერთ მომენტზე გავბრაზდი ძალიან-ბოლოს ელმანდერმა რომ
გაარტყა ბურთი ზედა ძელს,ორი მცველი იდგა პირღია და უყურებდა,როგორ ახტა და გაგზავნა
ის ჩვენი კარისკენ-ასე ჩემპიონთა ლიგაში 0-5 წავაგებდით მინიმუმ.
პ.ს.გამოსავალი-არ უნდა გვაბოლონ,ბადრი პატარკაციშვილი ფეხბურთში ფულს აბანდებსო,
როცა ყოველ წელს ყიდიან ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს საზღვარგარეთის საკმაოდ დაბალი დონის გუნდებში ყიდიან,მინიმუმ ორი-სამი წელი შეთამაშება უნდათ ფეხბურთელებს,რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდეს და არც ჩვენ უნდა დავბოლდეთ.არ უნდა გაგრძელდეს საბჭოთა კავშირის დროინდელი ტრადიცია-როცა ყველა
"დინამო"-ზე მუშაობს და ყველა კარგი ფეხბურთელი ამ გუნდში იყრის თავს,იქნება ეს რეგიონულ გუნდში მოთამაშე თუ თბილისური გუნდის ტალანტი.
პ.პ.ს.კონტროლი ხორციელდებოდა უკიდურესად იდიოტურად-ჯერ სტადიონის ჭიშკართან
შემიმოწმეს ბილეთი,მერე ასასვლელთან,ბოლოს კი ტრიბუნაზე ასასვლელ კიბეებთან-თან
ის წითელი ნაწილი კი არ მოხიეს,"კონტროლი" და ბილეთის ფასი "5 ლარი" რომ ეწერა,ბილეთს
შუაში მესამედზე ხევდნენ-

.
პ.პ.ს.რა შუაშია,მაგრამ მაინც-ქართულო ტელევიზიებო,"ზე-12" -ს მატჩების ჩანაწერები იყიდეთ,რა!

-ან ჰაინეკენის თასის-ექვს ერზე და ტესტ-მატჩებზე საუბარს
უკვე აზრი დაეკარგა მგონი.