კახა კალაძე:მსაჯი შეცდა და ყველაფერი მორჩა! (მილანი-ბარსას თამშის შემდეგ)

-
კახა, როგორია თქვენი აზრი განმეორებითი შეხვედრის შემდეგ?-ძალიან ცუდ ხასიათზე ვართ.
-
იმსახურებდა ბარსელონა ფინალში გასვლას?-კატალონელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, იგი ტექნიკის მქონე და ამავე დროს სწრაფი,მობილიზებული გუნდი.რონალდინიოზე საუბარი აღარ გვინდა,ყველამ ვიცით, რასაც წარმოადგენს, მაგრამ თუ პირველ შეხვედრაში რონალდინიომ დაიმსახურა მოგება, იგივეს გაკეთება შევშენკოსაც შეეძლო.
-არ ჩათვლილ გოლს გულისხმობთ?-დიახ
-ითქვა რომ შევას ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს...-გოლი ნამდვილად უნდა ჩათვლილიყო და ასე რომ მომხდარიყო მილანი ფინალში აუცილებლად გავიდოდა.
-ფიქრობთ,რომ ბარსელონა ანერვიულდებოდა?-რა თქმა უნდა.კატალონელები ამ გოლის შემდეგ დაიბნეოდნენ და მერე უკვე ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნებოდა.
-ბარსელონას უფრო მეტი მომენტი ჰქონდა...-სამეულ ეტოოს მომენტები ნამდვილად ჰქონდა,მაგრამ მეკარე იმისთვის დგას კარში,რომ ბურთი მოიგერიოს და მოიგერია კიდეც.
-სამი მკვდარი ბურთი მოიგერია...-ნამდვილად,მაგრამ შევჩენკომ გოლი დაიტანა.
-როგორ ფიქრობთ,მსაჯი შეცდა?-მსაჯი შეცდა და ამით ყველაფერი მორჩა.
-მატჩის შემდეგ ძალიან გულსაწყვეტილები იქნებოდით...-ძალიან ცუდია,ასეთ დაძაბულ ბრძოლაში რომ წააგებ და ფინალში რომ ვერ გახვალ.მე მაინც მიმაჩნია რომ მილანი ფინალში გასვლას იმსახურებდა და გოლიც უნდა ჩათვლილიყო
-ანდრეი რას ამბობდა?-გაოცებული იყო.
-ანჩელოტი?-ყველა გაოცებული ვიყავით
-ითქვა ანჩელოტი სამუშაოდ რეალში მიდისო...-ნამდვილად ვერაფერს გეტყვით.
-მილანი ახლა მხოლოდ სკუდეტოსათვის ბრძოლას აგრძელებს...-საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს,რომ იუვენტუსს დავეწიოთ
-ლივორნოს ხვდებით?-დიახ
-პირველი მატჩი ხომ მოიგეთ?-დიიდი ანგარიშით არა და ახლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ
-
სიენა გასავარდნ ზონასთან ახლოს არის და იქნებ...-იუვენტუსმა წაიფორხილოს?ჩვენც ამის იმედი გვაქვს,მერე შედარებით ადვილი მატჩები ელით პალერმოსთან და რეჯინასთან
-მილანს?-პარმასთან სტუმრად და რომასთან შინ
-რომაელები ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან...-მათთან სერიოზული ბრძოლა გველის
-ტოპმიოლერს მართლა ესაუბრეთ?-ვისაუბრეთ ეროვნული ნაკრების შესახებ და ვთქვით რომ ახლა ჩვენს გუნდს მეტად ძლიერი მეტოქეები კი ჰყქვს მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ
.პირადად მე საბრძოლველად მზად ვარ და ჩემი იმედი გქონდეთ.