xatabaკი, მაგის დამსახურებაც იყო, 2003 წელს რომ გაიმარჯვა „მილანმა“. ფეხბურთი მარტო მარადონებისგან, ზიდანებისა და რონალდინიობისგან (ესთეტებისგან) არ შედგება. დავიდსები, კალაძეები, სტამები და სხვები (არაესთეტები) შეიძლება ფეხბურთს არ ალამაზებდნენ, მაგრამ დიდწილად განაპირობებენ გამარჯვებებს.
ასე რომ, შენი რეპლიკა უსამართლოა

ჰო, სხვათა შორის, წლევანდელ ფინალში კალაძეს რომ ეთამაშა, ჩემი აზრით, „მილანს“ მოგების მეტი შანსი ექნებოდა, რადგან მარცხენა ფლანგზე მალდინიმ (რომელიც ცენტრში უკეთ გამოიყურება) ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ცენტრში კი სტამმა ვერ ითამაშა დამაჯერებლად.
ანჩელოტის კალაძე რომ დაეყენებინა, მალდინი შუაში გადაინაცვლებდა და ნესტასთან ერთად უფრო საიმედო ტანდემს შექმნიდა ცენტრში.
ჰო, ეს ჰიპოთეზაა, მთლად დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მაგრამ მგონი ამ ჰიპოთეზას აქვს საფუძველი.
This post has been edited by სპორტი on 19 Sep 2005, 18:25