არა

უეფას საიტი ძაან არის დამოკიდებული უეფაზე. ამიტომ მსგავსი მასალები, მით უმეტეს, ჭორები ან დაუდასტურებელი ამბები არ იწერება. ეგ კი არა, სიჭინავა რო აირჩიეს პრეზიდენტად, არ დაწერეს იმავე დღეს. ჯერ შეტყობინება მოვიდეს უეფაში და მერეო...
რაც შეეხება ასათიანზე მითქმა-მოთქმებს და ლაციო-ლივერპულებს თუ სხვა ნებისმიერ გუნდს. რახან დღემდე არ წყდება ესეთი ხმები, პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ:
მთელ თავის კარიერაში ასათას ჰქონდა რამდენიმე რეალური შანსი სხვა გუნდში გადასვლის: სულ თავიდან ეს იყო "დინამო", რომელმაც ფული ვერ გადაიხადა და წაიყვანა ლოკომოტივმა. მერე იყო ფრანგული "გენგამი", სადაც გამზადებული კონტრაქტი ჩაუშალეს, რადგან ლოკომოტივს ტორპედოდან დიდი წილი მოსთხოვეს.
ამის მერე დიდი ხანი არაფერი ყოფილა. მერე გამოჩნდა არსენალი, სადაც შესვენებისას უნდა ჩასულიყო, მაგრამ ოლიჩთან შეჯახება გემახსოვრებათ, რის გამოც 2 წელი გაუცდა და ეგ ტრანსფერიც ჩაიშალა.
და ბოლოს: არსენალის მერე იყო შედარებით რეალური ჰამბურგი და ნაკლებად რეალური რომა (ეს უფრო ლაპარაკი იყო, ვიდრე რეალობა)
ესაა სულ. ეხლა კი, თუ რამე სასწაული წინადადება არ მიიღო, ეგ არსად წამსვლელი არაა, რადგან ასაკიც მოემატა და პლუს, ლოკომოტივში უკვე მეფესავითაა. იქაურობას შეჩვეულია, პრობლემას არავინ უქმნის, პირიქით, თავზე ევლებიან და რაღა უნდა მოხდეს...
* * *
http://ru.uefa.com/worldcup/news/newsid=1484308.htmlესეც ჩემი დაანონსებული მასალა