ოზურგეთის "მერცხალი" შესაძლოა დაიშალოს - ბახვა გიორგაძე "მერცხალს" უბრუნდება, ოზურგეთული კლუბი კი შესაძლოა ფეხბურთელთა და მწვრთნელთა უმრავლესობამ დატოვოს
გურიის მოამბე
ბახვა გიორგაძე ოზურგეთის "მეცხალის" ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება ისევ კლუბში დაბრუნდეს. ამის შესახებ ბახვა გიორგაძემ "გურიის მოამბეს" თავად განუცხადა.
_ ჯერ არ დავნიშნულვარ, სამშაბათს იქნება დანიშვნა, თუ რამე შემოგეხმიანებით.
_ ანუ სამშაბათს ინიშნებით?
_ არ ვიცი, საკრებულოს თავმჯდომარემ მითხრა და ვნახოთ... თქვენ ვინ გითხრათ ეს?
_ მოგვაწოდეს ინფორმაცია...
_ ხო, არ ვიცი ჯერ, ვნახოთ. არაფერი არ ვიცი, თამაში არ მინახავს სამი წელია.…თამაშზე არ დავდივარ სოფელში ვარ აგერ...
_ რატომ არ დადიხართ?
_ არ ვმუშაობ და რა ვიცი... ავად ვიყავი, მკურნალობდი და ახლა დავამთავრე კურსები...
_ თქვენი გეგმებით ხომ არ მიდიხართ `მერცხალში~?
_ ჯერ არ ვიცი, კლუბში მივდივარ თუ სტადიონზე, ჩემთვის არ უთქვამენ.. მთხოვეს, უბრალოდ მოდიო..
_ ვინ გთხოვათ?
_ თხოვნით ჯერ არ უთხოვიათ გეუბნები, არ ვიცი ზუსტად მაგ ამბავზე არაფერი. ჩემმა შვილმა მითხრა, ვიღაცამ მითხრაო და გარკვეული არ ვარ.
_ წეღან აღნიშნეთ სამშაბათს ვინიშნებიო და ახლა ამბობთ, რომ გადაწყვეტილი არ არის?
_ არ ვიცი, ჩემმა შვილმა მითხრა, დაგიძახებენო.
_ თქვენი შვილი სად მუშაობს?
_ პოლიციის სამმართველოში და მითხრა, მოვკარი ყური, გნიშნავენო...
_ კარგით, გმადლობთ.
_ კარგად იყავით.
კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის განცხადებით, მას შეუძლებლად მიაჩნია გიორგაძესთან ერთად მუშაობა და მისი ფეხბურთში მობრუნების შემთხვევაში ის კლუბს დატოვებს: `თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე დავტოვებ გუნდს და ჩემთან ერთად ის გუნდიც, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია~.
_ რატომ?
_ ამის უამრავი მიზეზი არსებობს. დაკონკრეტებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, მინდა გითხრათ, რომ კლუბში მომუშავე ფეხბურთელთა და მწვრთნელთა მინიმუმ 99%-ის განწყობაც ამდაგვარია. ამ ადამიანთან თანამშრომლობა შეუძლებელია.
`
გურიის მოამბე~ ამ თემაზე სტადინის დირექტორს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელს ჯონი კალანდაძეს გაესაუბრა:
_ რას გეტყვით იცით? ჯერ მინდა ვთქვა, რომ ოფიციალურად ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს მაგ კაცის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუ ეს ასე მოხდა, სამწუხაოა, მე ახლა არ შემიძლია რაიმეს თქმა, მაგრამ ვიცი, ხარიტონის პოზიცია და თუ ხარიტონი დატოვებს კლუბს, მეც აქ გაჩერების აზრს ვერ ვხედავ, მეც მომიწევს სახლში წასვლა.
შემდეგ ჩვენ მოთამაშე მწვრთნელს გია გოგუას დავუკავშირდით, რომელმაც სიტყვასიტყვით შემდეგი განაცხადა:
`მაგი როგორ მოვა სტადიონზე ან გუნდში, ვისთან აქვს მაგას მისასვლელი პირი? ეს მე წარმოუდგენლად მეჩვენება. ვინ? ბახვა გიორგაძე `მერცხალში~? ეს შეუძლებელია, ამას ვინ დაუშვებს, თუ მაგი კლუბში ან სტადიონზე დაბრუნდა, მე მივალ სახლში, მაგასთან ვინ გაჩერდება. ამ კაცთან მუშაობა შეუძლებელია.
ჩვენ მწვრთნელთა და ფეხბურთელთა უმრავესობასაც გავესაუბრეთ, კონკრეტულზეა ყველანი ერთ აზრზე არიან. მოკლედ, ბახვა გიორგაძის კლუბში თუ სტადიონზე დაბრუნებით დიდი ალბათობაა, რომ ოზურგეთის `მერცხალი~ დაიშალოს, ახლა ჯერი საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზეა. როგორც ბახვა გიორგაძემ თქვა, მას მხარს ალეკო მამეშვილი უჭერს. ვნახოთ როგორ განვითადება მომავალში მოვლენები, გააგრძელებს თუ არა `მერცხალი~ უმაღლესი საგზურისთვის ბრძოლას, ეს ახლა საკრებულოზეა დამოკიდებული.
რა ხდება ვინაა ასეთი ეს ბახვა, ან მართლა ასეთი თუა გამგეობას შიგ აქვს?