შუქურა უნდა გამოვაგდოთ უეჭველში
მომავალ სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ტექნიკური სპონსორი ცნობილი გერმანული ბრენდი „სალერი“ იქნება და პირველ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდი, სწორედ ამ ბრენდის სპორტული ეკიპირებით იასპარეზებს.
ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან აცნობეს
ამ საკითხთან დაკავშირებით, სამშაბათს, 14 აგვისტოს, 12 საათზე მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა და კომპანია „სალერის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და “იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
სიჭინავას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა უპრეცენდენტო პროექტი - შეძენილ იქნა პირველი ლიგის ყველა გუნდისათვის „სალერის“ ბრენდის სათამაშო ფორმა და ეკიპირება. აღნიშნული ეკიპირება გუნდებს უახლოეს დღეებში, ჩემპიონატის დაწყებამდე საჩუქრად გადაეცემათ.
* * *
"მერცხალი" ძირითადის 11 ფეხბურთელმა დატოვა - ხარიტონ ჩხატარაშვილის შეგირდებმა პირველი ლიგისათვის მზადება დაიწყეს
გასული სეზონის შემდეგ, რომელიც ოზურგეთელებისათვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს (9 წლიანი შესვენების შემდეგ ოზურგეთმა პირველად უმასპინძლა უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებს). მართალია გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, მაგრამ პლეი ოფში ასპარეზობაც, წინა წლებში მუდმივად ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მებრძოლი გუნდისათვის დიდი წარმატებაა.
`მერცხალმა~ სეზონისათვის მზადება ტრადიციულად ოზურგეთში დაიწყო და ამ ფარგლებში რამდენიმე საკონტროლო მატჩიც გამართა.
სპარინგების შედეგებამდე შეგახსენებთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებმაც კლუბი გასული სეზონის შემდეგ დატოვეს, თემურ და ზურაბ ვარდუაშვილები, ტყეშელაშვილი, ვაშაკიძე, ბახტურიძე, მეგრელაძე, კალანდაძე, ლორია, ხაჩიძე, ტაკიძე, ოდიშარია.
მათ სანაცვლოდ კლუბის ხელმძღვანელებმა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილებს უხმო.
მერცხალ;მა მოსამზადებელ პერიოდში 8 თამაში გამართა, აქედან ერთი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და სამი წააგო. `მერცხალმა~ ბათუმის `ადელი~ დაამარცხა, ქობულეთს, ლანჩხუთს, ქედასა და ბაქოს დაუზავდა, ხოლო ორი თამაში ბათუმის `დინამოსთან~ წააგო; 1-6 და 2-5, ზუგდიდის `დინამოსთან~ 0-2 და ფოთის `კოლხეთთან~ 0-2;
ბოლო საკონტროლო მატჩი `მერცხალმა~ ბათუმის `დინამოსთან~ გამართა და 2-5 დამარცხდა, ოზურგეთელთაგან დუბლი ბაჯელიძემ მიითვალა.
`მერცხალმა~ ბათუმის `დინამოსთან~ მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა. კობალავა (მურუსიძე), ჩიგოგიძე გ.გ, ტუტოიანი, კოტრიკაძე, კაშია (ჭაფოძე), ხურციძე, ათუაშვილი (კალაჯიშვილი), ტუღუში (ჩხატარაშვილი), ჩიგოგიძე ს.გ, გოგუა (ხინთიბიძე), ბაჯელიძე.
დღეს იწყება პირველი ლიგა პირველ ტურში აეტთან გასვლა გვაქ მოვიგებთ იმედია
http://www.soccerway.com/matches/2012/08/2...urgeti/1382285/