
დინამო-ჰაიდუკი /სპლიტი,ხორვატია/ 2-3
გოტინგენი /გერმანია/ 2.000. მაყურებელი
დინამო: ოვონო, შ.კაშია, ზელიჩი, კრშკო /46-გ.კაშია/, თომაშვილი /78-ლობჟანიძე/, კობახიძე, ხმალაძე, დიღმელაშვილი /46-ოდიკაძე/, ფეიქრიშვილი /75-რეიმონდი/, ხუციშვილი /55-განჩაროვი/, აკირემი /45-ჟეფერსონი/
ჰაიდუკი: ბალიჩი, ბულიატი, ჟივკოვიჩი, პელაიჩი, ანდრიჩი, გაბრიჩი, ჰრგოვიჩი, გალი, ჩერნატი, კალინიჩი, რუკავინა
გოლები
26 წთ. რუკავინა /პენალტით/ 0-1
41 წთ. კალინიჩი 0-2
50 წთ. ჟეფერსონი/ფეიქრიშვილი/ 1-2
77 წთ. კალინიჩი 1-3
88 წთ. რეიმონდი 2-3
სანახაობრივად საინტერესო მატჩი გამოდგა. სახიფათო ეპიზოდები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელიც მთლიანობაში თანაბარი იყო.
თამაში მე-2 წუთზე კობახიძემ გაამწვავა, როდესაც საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა ვერ მოახერხა. 5 წუთში რუმინელმა ჩერნატმა, რომელიც სპლიტში არენდით კიევის დინამოდან გადავიდა, მახვილი კუთხიდან ძალიან სახიფათოდ შევიდა ჩვენს საჯარიმოში, ისე რომ გზად რამდენიმე დინამოელი მოატყუა, მაგრამ გადაცემა ვერ მოზომა. შემდეგ საჯარიმოდან ხუციშვილის მიერ დარტყმული ბურთი ჰაიდუკის მეკარემ ცხრიანიდან მოხსნა, რასაც ხორვატების სწრაფი შეტევა მოჰყვა, რომლის დროსაც ოვონომ “რთული ბურთი” აუღო რუკოვინას. დინამოს გოლის გატანის რეალური შანსი პირველ ტაიმში ორჯერ მიეცა, მაგრამ ჯერ ფეიქრიშვილის თავურის აღებაში მეკარეს მცველი დაეხმარა, რომელმაც კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, შემდეგ კი აკირემის პასით ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ კობახიძეს არ გაუმართლა. ამ ორ აშკარა საგოლე ეპიზოდს შორის კი იყო ორი გოლი დინამოს კარში. ორივე სტანდარტიდან. ჯერ 11 მეტრიანი დარტყმით, შემდეგ კი კარგად შესრულებული საჯარიმოთი, რომლის დროსაც ოვონომ პირველი დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ახლოდან გაუტანეს. დინამოში ტრავმების გამო ვერ ითამაშეს გრიშიკაშვილმა, გველესიანმა, მერებაშვილმა და სპასოევიჩმა. ჰაიდუკს არ ყავდა იუვენტუსიდან დაბრუნებული ტუდორი და ხეტაფედან გადმოყვანილი ვერპაკოსკი.
მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის დაცვის ცენტრში იუბილარები გამოდიოდნენ, 4 ივლისს ნედ ზელიჩს 36, გურამ კაშიას კი 20 წელი შეუსრულდა. გურამს ზელიჩზე არანაკლებ საფეხბურთო კარიერას, ნედს კი ასეთ ფორმაში კიდევ დიდხანს ყოფნას ვუსურვებთ. დინამომ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და კიდევ ერთმა ახალმა ფეხბურთელმა 21 წლის ბრაზილიელმა ჟეფერსონმა, რომელიც გუნდს მატჩის დღეს შეუერთდა, ფეიქრიშვილის კარგი პასით გოლის გატანა მოახერხა. კიდევ ორი გოლი მატჩის ბოლოსკენ გავიდა, ჯერ კალინიჩმა ზუსტად იქ დაურტყა ოვონოს სადაც გოლის გასატანად იყო საჭირო, შემდეგ კი რეიმონდმა გამოავლინა სპრინტერული თვისებები და მეკარესთან პირისპირ დარჩა 2-3. ტრიბუნებზე ხორვატები ჭარბობდნენ, მაგრამ გულშემატკივარი არც დინამოს დაკლებია, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად ქომაგობდნენ. მაყურებელი კმაყოფილი დარჩა ნანახით, დინამოელები კი უკმაყოფილონი შედეგით.
არც ისე ცუდი შედეგია ამხანაგურისთვის.........