http://www.opentext.org.ge/05/sarbieli/176/176-6.htmუცხოს ველი! ძველი მემარცხენე კობიაშვილი გერმანულ არჩევნებსა და ქართულ არჩევანზე გიორგი ვაშაკიძე
დღეს მორიგი ბუნდესსეზონი იწყება, ლევან კობიაშვილი და მისი "შალკე" კი ჩემპიონატში ხვალ ჩაებმებიან - გელზენკირხენელები "აუფ შალკეზე" "კაიზერსლაუტერნს" დაუხვდებიან.
ბუნებრივია, ასეთ დროს საინტერესოა კობიაშვილთან გასაუბრება, მით უმეტეს, რომ მისმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ამ სეზონის პირველი ბუნდესტიტული მოიგო - ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გერმანიის ლიგის თასის ფინალში "შტუტგარტი" წამოაქცია ყოფილი შტუტგარტელის, კევინ კურანის მე-10 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით...
თუმც "სარბიელის" გამოკითხვით 2004-05 წლების საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს თავიდან მაინც ეროვნულ ნაკრებზე ჩამოვუგდეთ სიტყვა. სხვა თუ არაფერი, ნაკრების ფეხბურთელებმა ჯერაც არ იციან, ვინ გაწვრთნის გუნდს. არადა, 17 აგვისტო კარსაა მომდგარი - საქართველოს ეროვნული გუნდი ყაზახეთისას ეთამაშება...
- ის ვითარება, რაც ახლა ნაკრებშია შექმნილი, რა თქმა უნდა, ცუდია. რაც უნდა იყოს, ყაზახეთთან მაინც მნიშვნელოვანი მატჩი გველის. თამაში ოფიციალურია და ჩვენც ვალდებულები ვართ, ბოლომდე მობილიზებულებმა ვითამაშოთ.
- ამ დროს კი საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს...
- მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა. ასეთ დღეში არ უნდა ვიყოთ.
- საკმაო შანსია, ნაკრები ქართველმა მწვრთნელმა ჩაიბაროს. შენი აზრი...
- ადრეც მითქვამს და გავიმეორებ:
საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი, რომელიც დაშლილ-დაქუცმაცებული გუნდის ფეხზე დაყენებას შეძლებს, იქნება საქმის მცოდნე, გამოცდილი და მიზანდასახული პროფესიონალი. სამწუხაროდ, საქართველოში ახლა ასეთი არავინაა.
(გაიგე კეთილებგადახნულო ახალკაცო???!!! მე რომ შენი ტრამპაცუმპა ვქენი!!!

)
- ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ამბობს, რომ გუნდმა ელემენტარულად დაცვაში თამაშიც კი არ იცის...
- უარესიც, გუნდური თამაში არ ვიცით. თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალისტებიც წყვეტენ თამაშის ბედს, მაგრამ უმთავრესი მაინც გუნდურია თამაშია, თორემ სათითაოდ რომ ავიღოთ, ნაკრებისთვის ფეხბურთელები, ასე თუ ისე, გვყავს. ვარსკვლავობაზე თავს არ ვდებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რაღაც შეგვიძლია. ნორმალური დონის მწვრთნელიც იმისთვისაა საჭირო, რომ დაგვალაგოს, აგვაწყოს...
- ალენ ჟირესის გაშვებაზე რას იტყვი.
- ვფიქრობ, არ უნდა გაეშვათ. უკეთესი იქნებოდა, დარჩენილიყო. შეიძლება, მან შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საფუძველს ნელ-ნელა ამზადებდა. და რახან გაუშვეს, მაშინ მასზე უკეთესი მოიყვანონ! ვფიქრობ, ჟირესს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის წარუმატებლობაში. ვაღიარებ, ზოგჯერ არც ჩვენ ვიყავით სათანადოდ მომზადებულნი - წარუმატებლობა ჩვენი ბრალიცაა. არ ვიცი, ახლა რას ფიქრობენ ფედერაციის ხელმძღვანელები, მაგრამ ფაქტია, ნაკრებში ჟირესზე გაცილებით უკეთესი უნდა მოვიდეს. ჩვენ თუ წარამარა ვცვალეთ მწვრთნელები, შედეგი არასდროს გვექნება. ახლა რომ ციკლი ერთმა ჩაამთავროს და საგაისოდ ახალი მოვიყვანოთ - ასე არ გამოვა. არ ჯობია, ციკლიც იმან ჩაამთავროს, ვინც მერე გუნდს ახლისთვის მოამზადებს.! ერთხელაც გავიმეორებ: საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი სჭირდება!
- ამასობაში ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი პირველსავე პრესკონფერენციაზე ამბობს, ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებას მწვრთნელი არ სჭირდებაო...
- რატომ ითქვა ეს, ან საერთოდ, იყო თუ არა ასე, არ ვიცი. ვფიქრობ, ამ ნათქვამში უფრო სხვა რამ დევს, რასაც ჩვენ არავინ გაგვაგებინებს და არც არავინ გვეტყვის. ფაქტია, გუნდს მწვრთნელი ულაპარაკოდ სჭირდება.
- "შალკეზეც" ვთქვათ. შაბათს "კაიზერსლაუტერნთან" ახალი ბუნდესსეზონის პირველი მატჩი გაქვთ. მზად ხართ ჩემპიონატისთვის.
- თუ იმ შედეგებს გავითვალისწინებთ, რასაც მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგურ მატჩებსა და გერმანიის ლიგის თასზე მივაღწიეთ, ვიტყვი, რომ მზად ვართ, მაგრამ გუნდის რეალური სახე სამი-ოთხი ტურის შემდეგ უფრო გამოჩნდება.
- "შალკეს" ახალწვეულებზე რას იტყვი - კურანი, ბორდონი და ერნსტი მოერგნენ გუნდს.
- სამივე ისეთი ფეხბურთელია, რომ თავისუფლად შეიძლება, ვთქვათ - "შალკე" შარშანდელთან შედარებით ნამდვილად გაძლიერდა. ვფიქრობ, ადაპტაცია არ გაუჭირდებათ.
- კევინ კურანის "ფენერბაჰჩეში" გადასული აილტონის შეცვლა შეუძლია.
- კურანი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია, ასე რომ...
- გერმანიის ლიგის თასი უკვე მოიგეთ, მაგრამ ბუნდესლიგა სხვაა. "შალკეს" მიზანი რა იქნება.
- გაძლიერებასთან ერთად მოთხოვნაც და მიზანიც მაღლდება... საუკეთესო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ, უფრო ზუსტად, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ბაიერნის" ერთ-ერთი კონკურენტი ჩვენც ვიქნებით. რაც უნდა ვთქვათ, გერმანიაში მთავარი გუნდი მაინც "ბაიერნია", მაგრამ წლეულს შარშანდელი შეცდომის გამეორებას ნამდვილად არ ვაპირებთ.
- ბევრის აზრით, შარშან "შალკემ" მიუნხენელებთან საჩემპიონო დუელი უფრო ფსიქოლოგიურად წააგო...
- გეთანხმები. კი, "შალკეშიც" არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონებიც იყვნენ და კარგ გუნდებშიც უთამაშიათ, მაგრამ მთლიანობაში "ბაიერნთან" სწორედაც რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დავთმეთ. შარშან რომელ ჩემპიონობაზე იყო ლაპარაკი, როცა პირველი ექვსი ტურის შემდეგ გასავარდნთა ზონაში ვიყავით. მერე რომ ავთამაშდით და შედეგსაც ნელ-ნელა ვაუმჯობესებდით, საკუთარი თავის ბოლომდე მაინც ვერ ვირწმუნეთ...
- წლეულსაც ნახევარდაცვაში ითამაშებ.
- არა, მარცხენა მცველი ვიქნები. სხვათა შორის, შარშანწინაც ასე იყო. ახლა, როცა "შალკეს" დაშავებული ძირითადი მარცხენა მცველი კრისტიან პანდერი აკლია, რალფ რანგნიკმა ამ პოზიციაზე არჩევანი ჩემზე გააკეთა. პანდერი ორი-სამი თვე ვერ ითამაშებს, რომ გამოჯანმრთელდება, მწვრთნელი ალბათ მაშინ ამწევს ნახევარდაცვაში.
- და ერთიც: ორი დღეა, "შალკეს" ახალი კაპიტანი ჰყავს - ებე სანდი. მეკარე ფრანკ როსტი ჩამოაქვეითეს.
- არა, თავად თქვა უარი და გუნდშიც ახალი არჩევნები მოვაწყეთ. ფარულ კენჭისყრაში მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ და სანდმა გაიმარჯვა.
- შენ თუ იყავი კანდიდატებში.
- არ ვყოფილვარ და, რომც ვყოფილიყავი, უარს ვიტყოდი. კაპიტნობა ჩემი საქმე არაა, ჩემი საქმე ფეხბურთის რაც შეიძლება უკეთ თამაშია და ასე იქნება ყოველთვის.
p.s. ფეხბურთელები, გულშემატკივრები ერთზე ოცნებობენ, იმედი უჩნდებათ რაცხის და ეს დედააფეთქებული თავმჯდომარეები მაშინვე ოცნებებშივე აჯვამენ!!!
დარსაძის ჩამთავრებული ციკლის და მისი მომზადებული ნაკრებისაც აქედანვე!!!
მათხოვრები!!!