ძალიან კარგი მუზეუმია, ბევრი საინტერესო ექსპონატი აქვს ბ-ნ ზურაბს შეგროვილი, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო მისი სპორტული ბიბლიოთეკაა - რამდენიმე ისეთი გამოცემის ყველა ნომერი აქვს, საჯარო ბიბლიოთეკა ვერ დაიკვეხნის. მეოცე საუკუნის პირველ წლებში გამოსულ სპორტულ ალმანახებს ვგულისხმობ...
შარშან ვესტუმრე ბ-ნ ზურაბს, დამათვალიერებინა ყველაფერი და რო ვკითხე, როგორ შეაგროვეთ ამდენი რამ-მეთქი, ზოგი მჩუქნიდა, ზოგს ნაცნობობით ვიღებდი დფა ზოგსაც ვიპარავდიო

ცხადია, ქურდობა პირსაპირი გაგებით არ იგულისმა... ერთად რომ დავთვრებოდით და ვთხოვდი, მომეცი (მაგალითად) ეგ მედალიო, მპირდებოდა, მერე ავიწყდებოდა და მეც მივაკითხავდი და მომქონდაო...
კაი საქმე კი გააკეთა ბ-ნ ზურაბმა, მაგრამ ქალაქის მერია რატომ არ აქცევს სათანადო ყურადღებას მაგ მუზეუმს, არ ვიცი. ასეთი ექსპონატებვი გაცილებით კარგად უნდა იყოს გამოფენილი და ალბათ, დაცულიც.
პ.ს. ზურაბ ჯავახაძე ასევე საინტერესო სპორტული წიგნების ავტორიცაა. მაგალითად, ქუთაისის ფეხბურთზე
- აქეთ ერთი ჩემი მეგობარი მოდის და ვითომ, ჩვენ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ... (c) ”გიორგობისთვე”
- პანიკას არ აყვეთ, ბატონო ვასო! (c) ”ცისფერი მთები”
- ვოეე, ჯულიო, შე ჩემა! (c) ”სამოსელი პირველი”