"ლელო "
სამშაბათი, 10 მარტი, 2009 წელი
ცხადაძემ გრიგალავა გამოიძახა
კახა ცხადაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გია გრიგალავა მიიწვია. ეს მან გუშინ, გადაცემა �გოლში� სტუმრობისას განაცხადა. მასთან ერთად, ცხადაძემ კიევის �დინამოს� დუბლებში მოთამაშე მარცხენა მცველი ლაშა თოთაძეც მიიწვია. ეს ფეხბურთელები 19-19 წლისანი არიან. რუსეთის პრემიერლიგის კლუბ �მოსკვას� მოთამაშე გრიგალავა უნივერსალია - დაცვის ცენტრშიც თამაშობს, ორივე ფლანგზეც და ნახევარდაცვაშიც. რაც შეეხება თოთაძეს, ის ნელ-ნელა უახლოვდება კიეველთა ძირითად შემადგენლობას. ასე რომ, ცხადაძის დაინტერესება სრულიად ბუნებრივია.
თუკი თოთაძის მიწვევა მოსალოდნელი იყო, გრიგალავას რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები, ბოლოს იქაურ ახალგაზრდულ გუნდშიც იწვევდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მიწვევის იმედად, რუსებს უარი უთხრა.
ცოტა ხნის წინათ ის ამსტერდამის �აიაქსში� ვარჯიშობდა. ჰოლანდიელებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დატოვება, მაგრამ გრიგალავამ ნახევარი წლით დუბლებში თამაში არ ისურვა და �მოსკვას� წინადადებას დათანხმდა. გიას გუშინ გადაცემის შემდეგ დავუკავშირდით...
- გია, ახლახან, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ ნაკრებში ხარ მიწვეული...
- მართლა?! დიდი მადლობა კახა ცხადაძეს, უზომოდ ბედნიერი ვარ! ძალიან კარგი ამბავი მითხარით... ამ დღეს დიდი ხანია ველოდი!
- ადრინდელი ინტერვიუებიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს ნაკრებში თამაში აღარ გსურდა...
- არა, ნამდვილად მინდოდა! თქვენმა ზარმა ისე გამახარა, სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. გინახავთ ქართველი, საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში რომ არ სურდეს?!
- ცხადაძემ ნაბიჯი გადადგა, ახლა მოქალაქეობის საკითხი შენი მოსაგვარებელია...
- ყველაფერს გავარკვევ, რა და როგორ უნდა გავაკეთო... ალბათ, ოფიციალური მიწვევაც მომივა და კლუბის მესვეურებს საქმის კურსში ჩავაყენებ.
- საქართველოს მოქალაქეობას მიიღებ?
- იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი. ამაში საქართველოც უნდა დამეხმაროს. იმედია, ამ საკითხის მოგვარება არ გაჭირდება.
ალექსანდრე გრიგალავა, ფეხბურთელის მამა, ქუთაისის �აიას� ყოფილი მორაგბე უზომოდ ბედნიერია ცხადაძის გადაწყვეტილებით: �დიდი ხანია ვოცნებობ, რომ ჩემს შვილს თავისი სამშობლოს ნაკრებში ეთამაშა. ქართველად ვზრდიდი, თავადაც საქართველოსთვის ვთამაშობდი და მიხარია, რომ კახა ცხადაძემ ჩემი ვაჟი საინტერესო ფეხბურთელად მიიჩნია
მიმაგრებული სურათი