nesta
Biancoceleste

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9894
წევრი No.: 5985
რეგისტრ.: 18-August 04
|
#4176693 · 17 Nov 2006, 15:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბათუიმლებს სალამი... რამფერ ხართ ბიჭებო. რავაა გუნდში საქმეები?
ეს ინტერვიუ ქართლად დაგედოთ დამეთხარა თვალები... აი მე გვასწორებ...
`თუ დაინტერესდება ბატონი კლაუსი, აქ ვარ~
უკანასკნელ ორ ტურში ბათუმის `დინამოს~ კაპიტანმა, ამირან მუჯირმა სამი ბურთი გაიტანა. `მუმუს~ დუბლმა `მერანთან~, ბათუმურ გუნდს, სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება მოაპოვებინა, ხოლო `ოლიმპის~ კარში გატანილი ბურთი მიმდინარე ჩემპიონატში რუსთაველებისთვის პირველი აღმოჩნდა.
_ ვიცოდით, ლიდერს რომ ვხდებოდით. თან რუსთაველებს ჩემპიონატში ბურთი არ ჰქონდათ გაშვებული, მაგრამ `ოლიმპთან~ სათამაშოდ ყურებჩამოყრილი არ გავსულვართ. რუსთაველებმა პირველივე წუთზე შეძლეს გოლის გატანა _ მასპინძელთა თავდამსხმელმა მცველების შეცდომით ისარგებლა. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მეორე ტაიმი ახალდაწყებული იყო, როდესაც 25 მეტრიდან შეუჩერებლად დავარტყი და ბურთი ცხრიანში შევაგდე. გატანილი გოლის შემდეგ მინდორზე სიტუაცია შეიცვალა _ ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ჩვენს მხარეზე იყო. _ მატჩის სამოცდამეათე წუთზე შენ და `ოლიმპის~ კაპიტანი მსაჯმა მოედნიდან გაგაძევათ. _ მახვილაძემ მოედნის ცენტრში უხეშობა გამოიჩინა და მსაჯმა რატომღაც ორივე გაგვაძევა. ახლაც არ ვიცი რატომ გამაძევა. ფაქტია, რომ ამის შემდეგ ჩვენი გუნდის ტაქტიკა შეიცვალა და უფრო დაცვაზე გავაკეთეთ აქცენტი. მატჩის 88-ე წუთზე `ოლიმპის~ ფეხბურთელებმა თოთლაძის შეცდომით ისარგებლეს და თამაში წავაგეთ. მიუხედავად მარცხისა, კარგად ჩავატარეთ მატჩი. მწვრთნელმა მადლობაც გადაგვიხადა. _ ჩემპიონატის ლიდერი აშკარად არ ელოდა თქვენგან ასეთ წინააღმდეგობას. _ ხანდახან ისე ხდება, რომ ლიდერს, სეზონის განმავლობაში, ზოგიერთ მატჩში გამარჯვება უჭირს, ამიტომ ყველანაირად ცდილობს გამარჯვება სხვა ხერხებით მოიპოვოს. ეს მარტო ჩვენ პირველობაზე არ ხდება, სხვაგანაც ანალოგიური სიტუაციაა, თუმცა ასეთი გამარჯვებები რისთვის სჭირდებათ, ვერ გეტყვით. გავლენ ევროპაზე და... _ `ოლიმპის~ მეკარეს, მიხეილ ალავიძეს რვამატჩიანი მშრალი სერია შეუწყვიტე. _ თამაშის წინ ერთ სასტუმროში მოვხვდით, ამიტომაც ერთმანეთს დერეფანშიც ვხდებოდით. რუსთაველი ფეხბურთელები ძალიან მოშვებული იყვნენ, ეგონათ ოთხ-ხუთ ბურთს გაგვიტანდნენ, მაგრამ ბურთი აზრიანად რომ გავუგორეთ, დაიბნენ. ვერც კი იგრძნობდი, რომ ლიდერს ეთამაშებოდი. გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამომივიდა. _ ლამაზი გოლები შორი მანძილიდან არა ერთხელ გაგიტანია. ამაზე, ალბათ, ბევრს ვარჯიშობდი. _ ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი გვაქვს ყველას, მაგრამ ამ ნიჭს განვითარება სჭირდება. ერთხელ მახსოვს `ცსკას~ ბაზაზე ბულგარეთის ნაკრები ვარჯიშობდა. სტოიჩკოვი იდგა და საჯარმოებს ასრულებდა, წინ კი ხელოვნური კედელი ედგა. ხუთივე დარტყმა კედელს მოარტყა, გავეხუმრე კბილები ჩამოამტვრიე-მეთქი, და იცი რა მითხრა? `პენალტი და საჯარიმო დარტყმის შესრულება არ ისწავლებაო~. ისიც კარგად მახსოვს, სახლში რომ ვვარჯიშობდი კედლებთან. _ როგორ ფიქრობ, შენი წასვლის შემდეგ ჩვენი ჩემპიონატის პროგრესი იგრძნობა თუ ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით? _ რა თქმა უნდა, მაშინდელ საქართველოს ჩემპიონატს ახლანდელთან ვერც კი შევადარებ. ახლა აქცენტი უფრო კლუბების გაახალგაზრდავებაზეა გადატანილი. _ `დინამოს~ ძირითად ბირთვსაც ახალგაზრდები შეადგენენ. _ ამ გუნდში ვხედავ პოტენციალს. არის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მაღალ დონეზეც ითამაშონ მომავალში. ოღონდ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცენ. მე მალხაზ მახარაძის, პაატა მაჭუტაძისა და სხვათა გვერდით გავიზარდე. ძალიან ბევრი რამ მათგან ვისწავლე, ახლა უკვე ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებს ვუზიარებ ცოდნას. კარგია, რომ ახალგაზრდები არ თაკილობენ და აზრს გეკითხებიან, თუმცა უნდა ვაღიარო, ჩემს ახალგაზრდობაში უფრო მეტად გვქონდა გათავისებული პასუხისმგებლობის გრძნობა. იმედია, ჩემპიონატის დონეც ამაღლდება. _ შენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა ჩემპიონატმა უწინდელი ხიბლი დაიბრუნოს? _ თავდაპირველად ბავშვთა ფეხბურთს უნდა მივხედოთ. როგორც ვხედავ, საფეხბურთო სკოლების სიმცირეა. ჩემს დროს ბევრი საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებდა, რომლებიც პირველი და უმაღლესი ლიგების კლუბებს ახალი სისხლით ავსებდნენ. კარგია ის, რომ ქალაქში იგება ხელოვნურსაფარიანი მინდვრები, თუმცა ეს მხოლოდ ზამთრის სეზონისთვისაა გამოსადეგი. მე არდაგანის სტადიონზე გავიზარდე, სადაც თამაში ნახევრად დაჭაობებულ მინდორზე მიწევდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ მხარესაც. სპონსორებია საჭირო. ხომ ხედავთ უკრაინაში ფეხბურთში ფულის დაბანდებამ, სერიოზულად იმოქმედა ეროვნულ ნაკრებზეც, რომელსაც ამბიციები კიდევ უფრო მოემატება. _ საქართველოს ნაკრები, საფრანგეთთან, უკრაინასთან და იტალიასთან დამარცხდა. როგორ ფიქრობ, რა იყო ამის მიზეზი? _ რატომ ვერ მოვუგეთ საფრანგეთსა და იტალიას? იმიტომ, რომ ისინი, ჩვენგან განსხვავებით, სხვანაირად აზროვებენ. იციან პასის მიწოდება, თავდამსხმელები დროულად იხსნებიან, მეტოქეს საკუთარ მოედანზე ბურთს დიდხანს არ გააგორებინებენ. ერთი სიტყვით, არ პროფესორობენ. უკრაინიდან კი მინიმუმ ერთი ქულის წამოღება შეიძლებოდა. _ ბათუმის `დინამოდან~ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის რა შანსები გაქვს? _ კარგი ვარიანტები მქონდა სეზონის დასაწყისში. საბერძნეთსა და ყაზახეთში მიწვევდნენ, თუმცა საუკეთესოს არჩევამდე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ეს ამბავი აქაც გაიგეს და შემომეხმიანენ `დინამოდან~. მოკლედ იმაზე შევთანხმდით, რომ თუკი დეკემბრისთვის უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება, გუნდი ხელს არ შემიშლის. წინადადებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც `დინამო~ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სოფიის `ცსკაში~, კვიპროსის `ანოთროსისშიც~ მითამაშია, მაგრამ აქ თამაში არასოდეს მითაკილია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბიჭებსაც და გუნდის ხელმძღვანელობასაც. რაც შეეხება ნაკრებს, სანამ ფეხბურთს ვითამაშებ, ეს შანსი მუდამ მექნება. თან ახლა თამაში კარგად მიმდის _ უკვე მეორე ტურია, ზედიზედ გოლი გამაქვს, გამოხმაურებაც მივიღე. რა ვიცი, თუ დაინტერესდება ბატონი კლაუსი, აქ ვარ. _ `დინამოს~ რიგებში ჩატარებულ მატჩებიდან რომელს გამოყოფდი? _ ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ბათუმთან. კარგად მახსოვს, უპირატესობას ჩემპიონატს ვანიჭებდით. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ევროპის საკლუბო ტურნირებზე ჩატარებული მატჩები. ბევრი საინტერესო თამაში ჩამიტარებია, ამიტომ ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. `დინამოში~ 1992 წელს მივედი, მაგრამ თავიდანვე ძირითადში ვერ მოვხვდი. დიდი ოფლისღვრა დამჭირდა გუნდში მოსახვედრად. ისე, ერთი ტენდენცია ძალიან მაშფოთებს. მახსოვს, უწინ, პირველი ლიგის თამაშებზეც ივსებოდა სტადიონი, ახლა კი ხედავთ რა სიხშირით ესწრება მაყურებელი შეხვედრებს, თუმცა ხალხსაც ვერ დაადანაშაულებ _ არც ფეხბურთისთვის სცალიათ და არც საშუალება აქვთ. _ როგორ ფიქრობ, სტადიონი უნდა გაყიდულიყო? _ არა, რა თქმა უნდა. თავისი მდებარეობით ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ძალიან მწყდება გული, რომ სტადიონი ასე, ხელის ერთი მოსმით გაიყიდა, არადა რამდენ ცნობილ ფეხბურთელს გაუგორებია აქ ბურთი. რამდენი სიხარული მახსოვს გულშემატკივრებისთვის მინიჭებული ამ სტადიონზე. _ დავუბრუნდეთ ისევ შენს საკლუბო კარიერას. პირველი ევროპული `გამოცდა~ როგორ ჩააბარე? _ ახლაც კარგად მახსოვს, რეზო ჩელებაძემ რომ დამირეკა და რუსეთის ვარიანტი შემომთავაზა. რეალური იყო მაშინდელი `ტორპედო-ზილის~ ვარიანტი, მაგრამ სიტუაცია არ მომეწონა და იქედან `კრილიაში~ წავედი. იქ მითხრეს, რომ რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი, კარიაკა, თამაშობდა ჩემს პოზიციაზე და გამოჩენის შანსი იშვიათად მომეცემოდა. ჩემი რუსეთში მოგზაურობა იმით დასრულდა. სულ მალე `ურალმაშის~ პრეზიდენტმა ბულგარეთის ვარიანტი შემომთავაზა. სოფიაში ჩავედით, `ცსკას~ ბაზაზე. მაშინდელ `ცსკაში~ არა მარტო ბულგარელი, არამედ ევროპელი ფეხბურთის ვარსკვლავები _ ლეჩკოვი და პენევი თამაშობდნენ. პირველივე ვარჯიშებიდან მწვრთნელებს თავი მოვაწონე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა უცნაური რამ მითხრა: ჩვენთან ფეხბურთელები ასე არ მოდიან _ პრესა და ტელევიზია ჭრელდება, როდესაც `ცსკა~ ახალ ტრანსფერებს `ჩარხავსო~. მივხვდი, რომ არ იყო იქ ჯერ ჩემი ადგილი, ამიტომ საშუალო დონის `მარეკში~ გადავედი. გავიდა დრო და `მარეკიდან~ `ცსკაში~ სამი ფეხბურთელი გადავედით. ჩემში 300 ათასი, ხოლო ორ ახალგაზრდა ნახევარმცველში შესაბამისად 500 და 250 ათასი დოლარი გადაიხადეს. შემდგომში დედაქალაქური კლუბიდან იმ ორმა ნახევარმცველმა კარიერა საფრანგეთში გააგრძელეს, სადაც დღესაც წარმატებით გამოდიან, მე კი ჩემს ძველ მწვრთნელს საბერძნეთში გავყევი. მალე საბერძნეთში მწვრთნელად სერბი დანიშნეს, რომელთანაც კონფლიქტი მომივიდა და გუნდში ვეღარ გავჩერდებოდი. საბერძნეთიდან თემური ქეცბაიასთან, კვიპროსულ `ანორთოსისში~ წავედი. _ `დინამოს~ მხრიდან უკეთესი პირობების შემოთავაზების შემთხვევაში დარჩები ბათუმში? _ თუკი დინამო უფრო კარგ პირობებს შემომთავაზებს, რატომაც არა? შეიძლება დავრჩე კიდევაც. ვიცი, რომ აპირებენ სპონსორების მოძიებას და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ სეზონისთვის გუნდი მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. მომავლისთვის ფეხბურთელებსაც დაიმატებენ და გუნდიც უფრო დაბალანსდება. _ როგორ ფიქრობ, `დინამოს~ ძალუძს ლიგაში ადგილის შენარჩუნება? _ ამ გუნდით, ამ ჩემპიონატში, მგონი, ექვსეულში შევძლებთ მოხვედრას. _ როდის აპირებ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას? _ ჯერ არ მინდა მაგაზე ფიქრი. არა მგონია, ბუცები ოდესმე ლურსმანზე ჩამოვკიდო. ნამდვილად ვიცი, რომ მინდორზე ხელში ჯოხის კაკუნით არ გავალ. _ და ბოლოს, კარიერის გამოსათხოვარ მატჩს, ალბათ, ბათუმის `დინამოს~ მაისურით ჩაატარებ? _ ამის დიდი სურვილი მაქვს. თუკი კარგ ფორმაში ვიქნები, დიდი სიამოვნებით.
|