#2917180 · 14 Apr 2006, 22:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BASCO
QUOTE | ამ თემაში იმდენი უკაცრავად და სისულელე და არაობიექტურობა მოვისმინე, რომ საზღვარი არ აქვს. |
ნუ ერთ თემაში წაკითხული სისულელეები ჯობია ამავე დოზით ერთ პოსტში წაკითხულ სისულელეებს.
QUOTE | ზაზასთან ის სკანდალური ინტერვიუ, რომელშიც შემონდას აფარებდა, მე ჩავწერე და მე ველაპარაკე. |
ვიცი და წაკითხულიც მაქვს ეგ სამარცხვინო ინტერვიუ(შენ ატაფერ შუაში ხარ,მაშინ ზაზაზე გავბრაზდი ძაან)
QUOTE | ერთადერთი, რაშიც 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, ისაა, რომ ფაჩულიას ნაკრებში თამაში ბოლომდე სურს და ბოლომდე უნდა დახარჯვა. |
რაზე შეატყვე?შემონდი უფრო კარგად თამაშობდა რიგ მატჩებში საქართველოს ნაკრებში,ვიდრე ფაჩულია.ნაკრების ნაწერწკალი ყოველთვის შემონდი იყო და არა ზაზა,ცალკეულ მეოთხედებს თუ არ ჩავთვლით
QUOTE | რაც შეეხება შემონდ უილიამსს თუკი არ უნდა თამაში არ უნდა ითამაშოს. |
რატომ ასეთი აგრესია შემონდისადმი?რასისტულ გამოვლინებებთან ხომ არე გვაქვს საქმე?მან ყველაფერი გაიღო ნაკრებისათვის და წესით უნდა ვუფასებდეთ,სხვა რა უნდა ექნა მეტი,ტრაკს ვერ მისცემდა და.
QUOTE | ჩვენი უბედურება ისაა, რომ უილიამსის ნორმალური შემცვლელი არ გვყავს თორემ შემონდაც მის პონტში გადმოვიდა საქართველოში და არანაირ კაი ბიჭობასთან საქმე არ გვაქვს. |
მართლა დავოლნა რა,ასეთი უმადურები რომ ვართ იმიტომაც არის ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად.ზაზამ სთხოვა საქართველოს ნაკრებში თამაში და მანაც ჯიგრულად თანხმობა მისცა ერთი ღვთისაგან მივიწყებული ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში ეთამაშა.შემონდს შეეძლო უფრო ძლიერი გუნდის ნაკრებში ეთამაშა,მე შენ გეტყვი მოპატიჟება არ ექნებოდა.ჰონორარზე უკვე აღარაფერს ვამბობ,მასტი თითქმის უფულოდ თამაშობდა და ის სასაცილო ხელფასი თვითმფრინავის ბილეთის ასაღებად არ ყოფნიდა ამერიკაში გასამგზავრებლად.
QUOTE | საქმე ის იყო, რომ მისი რუსეთში გადასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუკი უილიამსი საქართველოს მოქალაქე გახდებოდა რუსეთში როგორც ლეგიონერს არ ათამაშებდნენ და მეტი კარტ-ბლანშიც ექნებოდა ნებისმიერ გუნდში გადასასვლელად. |
რამდენადაც ვიცი რომელიღაც ქართველმა კალატბურთელმა ურჩია შემონდს რუსეთის ლიგაში თამასი მისი ვითომდა მაღალი დონის გამო.ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა,რაც შემონდი საქართველოს ღირსებას იცავდა.რაღაცეებს ნუ იგონებთ რა,შემონდმა თვითონ გითხრათ,რომ საქართველოს ნაკრებში იმიტომ ითამაშა,რომ რუსეთის ლიგასი თამაში სურდა?ცოტა მეტი ობიექტურობა არ გაწყენდათ.ყველა ზაზას პოლიტიკას როგორ უნდა ატარებდეს ჟურნალისტებიდან დაწყებული ჩინოვნიკებით დამთავრებული.ზაზამანიაა საქართველოში თუ რა ხდება?მაგაზე ნიჭიერი კალათბურთელებიც გვყავს,რომლებიც ვერ გაიქაჩნენ მხოლოდ იმიტომ რომ ისეთი პატრონაჟი არ ჰქონდათ ზოგიერთებისგან,როგორიც ფაჩულიას(აქ არ დავკონკრეტდები თქვენის ნებართვით). საერთოდაც ცენტრებს რატომ ზრდიან მარტო საქართველოში არ მესმის.სნაიპერებმა,გამთამაშებლებმა და მსუბუქმა ფორვარდებმა რა დააშავეს?თანაც უნიჭო ცენტრებს.ზაზაზე ვერ იტყვი,რომ კალათბურთისთვის დაიბადა,მისი ტალანტით თქვენ თუ ხართ აღფრთოვანებული,ეს არაფერს ნიშნავს და არც მაინტერესებს.მე ჩემი აზრი მაქვს და ვისაც არ მოგწონთ შეგიძლიათ არ დაპოსტოთ.
QUOTE | სამწუხაროდ, მისი მისვლიდან რამდენიმე თვეში რუსეთის კალათბურთის ფედერაციამ ქართველებიც შორეულ უცხოელებად გვცნო და შეღავათები ჩვენზე არ გავრცელდა. |
კიდევ კარგი ეს მაინც რომ დაწერე. შემონდს ასეთი გატVლები რომ ეწარმოებინა,მაშინ ამის ინფოც ექნებოდა,ასეთი საკითხები ორ დღეში არ იგეგმება და არ ხორციელდება.
QUOTE | საერთოდ, ნაკრებში ახალი თაობა რომ მოდის ესაა მთავარი და გუნდი რომ ფაჩულიას ირგვლივ იქმნება ამაში ვერ ვხედავ ვერაფერ დასაძრახს. |
სხვები ხედავენ,მათ შორის მეც როგორც რიგითი ქომაგი.გუნდში რომ ცენტრი იქნება ლიდერი,მაშინ დაღუპულია ამ გუნდის საქმე. საერთოდაც ცენტრების ეპოქა წავიდა.ეს სტარამოდნი ბასკეტბოლის გადმონაშთია.
QUOTE | ფაჩულია ფედერაციის საქმეებში არ ერევა და ვინც ცოტათი მაინც იცნობს ფედერაციას ან ლიპარტელიანსა და რატიშვილს, დამერწმუნებიან, რომ მართალს ვამბობ. |
კომენტარის გარეშე
QUOTE | რომ არ მეთქვა ეს ყველაფერი არ შემეძლო თუკი რაიმე კითხვა გექნებათ გიპასუხებთ. აბა ჰე. |
"შEმონდის ეპოქა დასრულდა,იგი ისე ვერარ თამაშობს იმ დონეზე,რა დონეზეც ადრე თამაშობდა და საქართველოს ნაკრებისთვის იგი ვეღარ მოიტანს სარგებელს.ნაკრებს სჭირდება უფრო ახალგაზრდა,უფრო ენერგიული გამთამაშებელი,ვიდრე ეს გახლავთ შემონდი"-ამონარიდი ზაზას იმ ინტერვიუდან,უმადურობის ეტალონი,უზრდელობის და ქედმაღლობის უნიჭო გამოვლინება. მეტი კომენტარი საჭირო არ არის.ადამიანს თავში რომ აგივარდება წარმატება,ეს ნამდვილი საშინელებაა,მითუმეტეს თუ ეს ადამიანი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. * * * შემონდს დაანახეს,რომ ის აღარ ჭირდებათ და უმადურობა გამოავლინეს ზოგიერთებმა,კალათბურთელებიდან დაწყებული ჟურნალისტებით დამთავრებული,მას ისღა დარჩენია წავიდეს,მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი.
--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
|