ოთარ მარცვალაძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია!
გაზეთ ”სარბიელის” ტრადიციულ რეფერენდუმში, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინა, კიევის ”დინამოს” თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ გაიმარჯვა.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე ახალგაზრდა ფორვარდმა თბილისის ”ვიტ ჯორჯიაში” ჩაატარა - პირველობის 13 თამაშში 14 გოლი გაიტანა, ზამთრის შესვენებისას კი უკრაინულ კლუბში გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ოთარი საქართველოში აღარ თამაშობდა, 14 გოლით ის საკმაო ხანს ლიდერობდა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას…
კიევურ კლუბში ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტიტულიც მოიგო - გაზაფხულზე უკრაინის თასს დაეუფლა, ახლა კი პირველი ინდივიდუალური ჯილდოც მოიპოვა.
რეფერენდუმში ოთარ მარცვალაძემ ზესტაფონის ”ზესტაფონის” თავდამსხმელ ზურაბ იონანიძეს და ბოლნისის ”სიონის” გოლეადორს კოკა მიკუჩაძეს აჯობა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოთარ მარცვალაძე (თავდამსხმელი)
დაიბადა 1984 წლის 14 ივლისს. სიმაღლე: 184სმ; წონა: 75კგ
კარიერა: "ვიტ ჯორჯია" (თბილისი, საქართველო; 2001–05), "დინამო" (კიევი, უკრაინა; 2006 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 2004; უკრაინის თასი – 2006; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - 2006
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 თამაში, 1 გოლი
მიმაგრებული სურათი