ასეთი დონის აფერისტები თუ იყვნენ აზერბაიჯანელები, მათი საინფორმაციო საშუალებები და კონკრეტულად საფეხბურთო კლუბი ზაქათალის სიმურგი ვერც კი წარმოვიდგენდი.
ჯერ იყო და დინამო 2-თან მოგება დინამოსთან მოგებად გაასაღეს, შემდეგ როცა დინამო თასზე თამაშობდა, დინამო 2 კი პირველი ლიგის მატცს, ვითომ იმ დღეს მათ დინამოს კიდევ მოუგეს 2:0, სულ ბოლო მარგალიტად კი გუშინდელი სიონთან ამხანაგური მატჩი იქცა, თითქოს 1:1 დასრულდა მათი ვერსიით, არადა სიონს 2:1 მოუგია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"სიონმა" "სიმურგი" მსაჯიანად დაამარცხა
ბოლნისის "სიონმა", საქართველოს ჩემპიონატში სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული შესვენებით ისარგებლა, ზაქათალაში "სიმურგს" ამხანაგურად გაეჯიბრა და აზერბაიჯანელი მსაჯის მიკერძოებულობის მიუხედავად, მასპინძელთა გუნდი 2:1 დაამარცხა.
როგორც "სიონის" პრეს-ატაშე ჯემალ ჭიპაშვილმა "მსოფლიო სპორტთან" საუბარში განაცხადა, აზერბაიჯანში ქართულ დელეგაციას შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს.
ბოლნისელები “სიმურგის” საკუთრებაში მყოფ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსში განათავსეს, თუმცა, მსაჯმა სტუმრები იმდენად გააწბილა, იმდენად არაობიექტურად მსაჯობდა, რომ იყო მომენტი, როდესაც სიონელებს მოედნის ვადაზე ადრე დატოვება უნდოდათ.
კახში გამართულ "სიონისა" და "სიმურგის" სპარინგ-მატჩს, 700-მდე ადგილობრივი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრის სამივე გოლი ქართველმა გაიტანა. ანგარიში მე-7 წუთზე “სიმურგის” ქართველმა ლეგიონერმა დავით ბოლქვაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან დარტყმით გახსნა. “სიონმა” ანგარიში 52-ე წუთზე წუთზე ლევან ჯიქიძეს აქტიურობის შედეგად გაათანაბრა, კიდევ 10 წუთში კი, რევაზ გოცირიძემ აზერბაიჯანელთა დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ჯიქიძე და გოცირიძე შეცვლაზე მე-2 ტაიმში შევიდნენ.
“სიმურგთან” მატჩში “სიონის” სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ბობღიაშვილი; ქემოკლიძე, ხუბუა, სვანიძე, კაკაშვილი; დიდავა, ალადაშვილი, კოშკაძე, ალავიძე; დავითაშვილი, იაშვილი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 5 ტურის შემდეგ, ოთარ კორღალიძეს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ქვემოქართლელთა გუშინდელი მეტოქე კი, საკუთარი ქვეყნის პრემიერლიგაში, 7 თამაშიდან 16 ქულით, სატურნირო ცხრილში II ადგილს იკავებს.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13273ესეც მაგათი რუმბივით გაგორებული ლიდერი.
მიმაგრებული სურათი