ჩვენ ჯერ სახელების გუნდი ვართ
მერაბ მამულაშვილი
რვათვიანი უქმობის შემდეგ თემურ მახარაძე აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდა. გამოცდილმა სპეციალისტმა ?ზესტაფონის? მწვრთნელის რანგში გუნდი ბოლოს მოედანზე გასული წლის 30 ნოემბერს, სწორედ ბოლნისის ?სიონის? წინააღმდეგ გაიყვანა. დაგვეთანხმებით, ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პაუზაა და როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა, რომ მახარაძემ საკმაოდ ღარიბი კლუბი ჩაიბარა. ეს პირველი შემთხვევაა მის კარიერაში, აქამდე ყოველთვის შეძლებულ კლუბებში იწვევდნენ - ?მერანი?, ?ლოკომოტივი?, მაშინდელი ?სიონი? და ?ზესტაფონი? მისი მწვრთნელობისას უფულობას ნამდვილად არ უჩიოდნენ. ჩვენი ინტერვიუც სწორედ მახარაძის ამ ნაბიჯზე საუბრით დაიწყო:
- ბატონო თემურ, თქვენ მწირი ბიუჯეტის მქონე ?სიონის? წინადადებას დათანხმდით. ეს რით ავხსნათ?
- წელს არა მხოლოდ ?სიონს?, არამედ ყველა კლუბს გაუჭირდა, მე კი უფეხბურთოდ ყოფნა არ შემეძლო. რაც შეეხება ფინანსებს... თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ - ფეხბურთში ფული ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება გსურს, სერიოზული დაფინანსების გარეშე ვერაფერს გახდები. მე კი სწორედ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას ვისახავ მიზნად. მაგრამ ჩემთვის ახლა მთავარი ის არის, რომ საყვარელ საქმეს დავუბრუნდი. სხვა თუ არაფერი, უმუშევრობა საშინელებაა. კარგად ვიცნობ ქალაქს და ბოლნისელებს, რომელთაც ფეხბურთი უზომოდ უყვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამიტომაც არ მაშინებს ფინანსური პრობლემები. ამავე დროს, ბოლნისის რაიონის ხელმძღვანელობისა და სამხარეო ადმინისტრაციის თავკაცის,
დავით კირკიტაძის თანადგომის იმედიც მაქვს. მათ გუნდის შენახვა სურთ და ეს გადამწყვეტი ფაქტორია. ადრე თუ გვიან, კრიზისი მორჩება და ჩვენს კლუბებსაც ეშველებათ.
- ამჟამად ?სიონს? ვინ აფინანსებს?
- ბოლნისის რაიონი. არსებული თანხებით უნდა დავკმაყოფილდეთ და გუნდის მშენებლობას შევუდგეთ.
- და რას შეძლებთ მცირე ბიუჯეტით?
- შევძლებთ ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, სამომავლოდ კი ამ საფუძველზე ძლიერი კლუბი აშენდება. მნიშვნელოვანია დროის პრობლემაც - 1 აგვისტოს სეზონი იწყება, მე კი ორი დღის წინათ დავინიშნე და გუნდს სახელდახელოდ ვაყალიბებ. სხვა გზა არ არის.
- რისი შეცვლა მოასწარით იმ ორ დღეში, რაც მთავარი მწვრთნელი გახდით? პირველ რიგში, საკადრო ცვლილებები გვაინტერესებს...
- საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ ბაქოს ?ოლიმპიკთან? და 3:1 მოვიგეთ. გუნდზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა. ბევრი წავიდა, რამდენიმე მოთამაშე დავაბრუნეთ... მოკლედ, კომპლექტაცია გრძელდება.
- ალეკო გოგობერიშვილი რამდენ ხანს დარჩება ბოლნისში?
- პირველ წრეში დაგვეხმარება. შევთანხმდით, რომ ?სიონში? 6 თვე ითამაშებს, მეორე წრემდე კი დავილაპარაკებთ და ამის მერე გადავწყვეტთ, რა და როგორ იქნება. დავაბრუნე კლუბიდან გაშვებული რამდენიმე ფეხბურთელიც - სულიკო დავითაშვილი, არჩილ ალავიძე და რევაზ ქემოკლიძე. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები ამ სეზონში დიდ სამსახურს გაგვიწევენ. ამის თქმის უფლებას მათი გამოცდილება და კლასი მაძლევს.
- მართალია, თითქოს ?სიმურგიდან? წამოსული მიხეილ მახვილაძეც დაიმატეთ?
- დიახ, ის ჩვენთან ვარჯიშობს. მისმა მოსვლამ ძალიან გამახარა. მახვილაძე გამოცდილი ფეხბურთელია და დაცვას თავის ხელს დაატყობს. ამას გარდა, დავიმატეთ მეკარე ზვიად სტურუაც, გოგი ფიფია ჩემს დანიშვნამდე მოიყვანეს, ?გაგრადან? მოვიდა ლაშა ნოზაძე...
- ამ ფეხბურთელებით ნამდვილად შესაძლებელია ძლიერი კლუბის ჩამოყალიბება...
- შესაძლებელია, მაგრამ ასე უცებ ეს ვერ მოხერხდება. მოდით, ვთქვათ, რომ დღევანდელი ?სიონი? სახელების გუნდია. ახლა დროა საჭირო, რათა ეს გუნდი შეიკრას და შეთამაშდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო, ?სიონმა? მომზადება ყველაზე გვიან დაიწყო. ამას მთავარი მწვრთნელის ავადმყოფობაც დაემატა, ოთარ კორღალიძე ხომ ორი კვირის განმავლობაში ვერ ავარჯიშებდა გუნდს... ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელებს შედეგს უცებ ვერც მოვთხოვთ. ჩამორჩენა თანდათან, სეზონის მსვლელობისას უნდა აღმოვფხვრათ. მოკლედ, დიდი სამუშაო გველის. აქვე, ოთარ კორღალიძესა და დავით კირკიტაძეს მადლობა უნდა გადავუხადო. ჩემი რვათვიანი უმუშევრობის გამო სწორედ ეს ადამიანები წუხდნენ და მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/176/176-3.htmამ კირკიტაძის იმედი რამდენ კლუბს უნდა ქონდეს?

2-3-კლუბიც ჩაიბაროს და ეროვნულ ჩემპიონატსაც კირკიტაძის ლიგა დაერქმევა.