ახალ გამგებელს – ბატონ ლევან ფალავანდიშვილს და "მადნეულის" ხელმძღვანელს ბატონ კობა ნაყოფიას მინდა მადლობა გადავუხადო, ორივე მათგანი დაგვპირდა, რომ გვერდში დაგვიდგებიან. "მადნეული" ეკიპირების საკითხის მოგვარებას შეგვპირდა. რაც შეეხება გამგეობას, უკვე დამტკიცდა კლუბის ბიუჯეტი, რომელიც
1 მლნ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. ჩვენ ამ თანხას მაქსიმალურად გადავანაწილებთ, რათა საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჩამოვიყვანოთ. მე ვპირდები ბოლნისის მოსახლეობას, რომ გუნდში მოვლენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამ კლუბის გერბის დასაცავად მაქსიმუმს გაიღებენ.
"სიონისთვის" მინიმუმ ერთწლიანი ბიუჯეტი გამოყოფილია, გამგებელთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ ეს თანხა ყოველწლიურად გამოიყოფა. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება კომპანიებთან, სპონსორებთან, რომ გარდა მუნიციპალიტეტის დაფინანსებისა, სხვა შემოსავალიც გააჩნდეს გუნდს.