uefa_geo
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1951
წევრი No.: 141364
რეგისტრ.: 10-January 12
|
#35111542 · 9 Feb 2013, 08:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისევ თავსხმა წვიმა და ნახევარმატჩი 8.02.2013 23:41
ანთალიის შემოგარენში ბევრი საკურორტო ზონაა, მათ შორის კი ბელეკი ყველაზე “ახალგაზრდაა”, რადგან სხვებთან შედარებით, ამ ქალაქში გვიან დაიწყო საფეხბურთო ციებ-ცხელება. ახლა კი აქაურობა წალკოტს ჰგავს. არა მხოლოდ საფეხბურთო, აქაა გოლფის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, სარაგბო სტადიონები. ბელეკის სასტუმრო “ატლანტისი” ქალაქის ცენტრიდან 6 კილომეტრის სიშორეზეა. “სიონის” გარდა, აქ არიან დაბინავებულნი ჩეხეთის “ბოლესლავი”, უკრაინული “გოვერლა”, უნგრული “ფერენცვაროში” და “უიპეშტი”, ავსტრიის “ლუშტენაუ”, რუმინეთის “ოტოპენი”, სლოვაკეთის ‘სენიცა”. ამინდები “ურევს”, თორემ იდეალური პირობებია, სასტუმროს სილამაზეზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შევატყვე, ბელეკში მომსახურეებიდან ყველაზე მეტად ტაქსის მძღოლებს უმართლებთ – როგორც იტყვიან, ცეცხლის ფასია მგზავრობა, მითუმეტეს, თუ უცხოელი ხარ, მადა ემატებათ. ამ დროს აქ გრანდები და თუნდაც მეორე ეშელონის ბობოლები არ ჩამოდიან, რადგან ჩემპიონატები დაწყებული აქვთ. რაც შეეხება “სიონს”, მათ ვარჯიში ჰქონდათ 7 თებერვალს, ხოლო 8-ში საღამოს “პაპილონის” სათამაშო მინდორზე ნახევარ-მატჩი ჩაატარეს. 0:0 “ირტიშთან” 45 წუთში… თამაში ჩაიშალა,.. ნახევარ-მატჩი იმიტომ, რომ თავსხმა წვიმის გამო, პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა თამაში. ის 45 წუთიც ტანჯვა-წამება იყო – წყალბურთს წააგავდა. მოკლედ, არ გვიმართლებს ამინდში: დილით თითქოს გამოიდარა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ისევ ნიაღვარი წამოვიდა. “სიონი”-‘ირტიში” კი არა, გვერდით მოედანზე პრაღის “სლავია” რუმინულ “ვასლუის” ხვდებოდა, 20 წუთი იყო დარჩენილი მატჩის დასრულებამდე და მაინც შეწყდა თამაში. მანამადე კიდევ სამჯერ შეაჩერეს და გააგრძელეს. ეს ნახევარ-მატჩი “სიონს” ყაზახურ “ირტიშთან” ჰქონდა. 45 წუთში საგოლე მომენტი არ შექმნილა. ტერიტორიული უპირატესობა ბოლნისელებს ჰქონდათ, ტექნიკით ბევრად სჯობდნენ ყაზახებს, თუმცა მეტეოროლოგიური პირობები თავისას აკეთებდა. გალუმპულები მივედით ავტობუსამდე. მატჩის თურქი ორგანიზატორი, ანუ ენდა ტური-ს წარმომადგენელიც კი გააკვირვა ასეთმა ამინდმა – წვიმა მინახავს, მაგრამ ასეთი - არაო.… ბოლნისელთა სასტარტო 11 კაცი: ბობღიაშვილი, უგრეხელიძე, სვანიძე, საპირი, ელიავა, ნემსაძე, ცხადაია, ჰაიდუშეკი, ბიბილეიშვილი, ლექვთაძე, მიკუჩაძე. “სიონი” ამ შემადგენლობითაა ჩამოსული: ბობღიაშვილი, ლობჟანიძე, მერლანი (მეკარეები); საპირი, ფოფხაძე, ელიავა, ქემოკლიძე, სვანიძე, ორბელაძე, უგრეხელიძე, ნემსაძე, ჰაიდუშეკი, ჯოჯუა, ჩივაძე, მიკუჩაძე, ლექვთაძე, ბიბილეიშვილი, ცხადაია, მანწკავა, ახალაია, ხურციძე, ისიანი, ოქროპირიძე, ფალავანდიშვილი. ზვიად სტურუა დაუბრუნდა ფეხბურთს. როგორც იცით, “სიონის” სპორტული დირექტორი გახდა. კარგი მეკარე იყო სტურუა – საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და რეკორდიც აქვს მოხსნილი ეროვნულ ჩემპიონატში გოლგაუშვებელი სერიის მხრივ – 11 მატჩი და პლუს, 82 წუთი. ზვიადმა სამი წლის წინათ დაასრულა კარიერა, ანუ 32 წლის ასაკში. “ნაადრევად მომიწია დამთავრება, თუმცა რაც არის, არის. ბოლო წლებში ფეხბურთში არ ვსაქმიანობდი. არცთუ დიდი ხნის წინ გავიარე კურსები, ბ კატეგორიის ლიცენზია მივიღე, 1997 და 1998 წელს დაბადებულთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად ვმუშაობდი. ‘სიონში” ლადო ბურდულმა მომიწვია. ჯერ ლადო იყო სპორტული დირექტორი, ახლა გენერალურ დირექტორად დაინიშნა, მე კი მისი თანამდებობა დავიკავე. არ გვყავს ცუდი გუნდი, ვნახოთ, ამ შეკრებაზე კარგად მომზადების იმედი გვაქვს”. “სიონი” 11 თებერვალს მოსკოვის ‘ტორპედოს” ხვდება, 14-ში ჩერნოგორიის “იედენსტვოს”, ხოლო 17-ში კიევის “არსენალს”. “სიონში” ახალი სახე არავინაა. პოლონელ პაველ ჰაიდუსეკზე კი იმას ვიტყვით, რომ ტანმაღალი საყრდენი ნახევარმცველია და ყაზახებს ერთი-ორჯერ ისეთი ვარდნა გაუკეთა, წივილ-კივილი დააწყებინა. წინ, შეტევაში შედეგიანი თამაშისა კი რა გითხრათ. ილია ნანობაშვილი ბელეკიდან სპეციალურად worldsport.ge-ისთვის
|