#3201598 · 7 Jun 2006, 14:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | არასდროს არ დაურტყიათ ჯარიმა ამ გუნდს.. არცერთი წინასწარ შეთანხმებული კომბინაცია არ გაჩნია.. გუნდის ერთადერთი კრედოა--თამაშის თავისუფალი სტილი.. |
საქმეც ეგ არის. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ რახან ბარბაროსებთან მხოლოდ 9 ქულით დავმარცხდით და მოგებაც შეგვეძლო, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. საკითხავია რა იქნებოდა, ბარბაროსებს მხოლოდ ხელით რომ არ ეთამაშათ, დამუშავებული კომბინაციები რომ ჰქონოდათ და ფეხით დარტყმით მოედნის მოგების ტაქტიკაც რომ გამოეყენებინათ. მე პირადად კიდევ ერთხელ დავინახე, რომ: 1. გვაქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ სწორედ ვერ ვიყენებთ. 2. ძალიან გვიჭირს ხელით თამაში. განსაკუთრებით კი პასების კეთება. ამის გამო გუნდი ხშირად კარგავს ბურთს და ხშირადაც ჯარიმდება. არ შეიძლება, რომ ლამის ლელოსთან მისული ათიდან 7 შემთხვევაში ან წინ გივარდებოდეს ბურთი, ან სხვა ბავშვურ შეცდომებს უშვებდე. 3. სამწუხაროდ, კვლავ გვიჭირს ფეხით თამაშში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ფაქტობრივად, ნაკრების არცერთ მორაგბეს არ შეუძლია ფეხით შორს, ხეირიანად გააგზავნოს ბურთი აუტში. 4. საქართველოს ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი საფრანგეთის მეორე-მესამე-მეოთხე ლიგებში თამაშობენ და ზოგი ამ ლიგების გუნდების ძირითადშიც ვერ ხვდება. მართალია, საფრანგეთის თუნდაც უმდაბლესი ლიგაში თამაშიც კი ჯობს საქართველოს ჩემპიონატს, მაგრამ არ შეიძლება, ასეთ კლუბებში მოთამაშეებს გრანდების დამარცხება მოვთხოვოთ. 5. ყოველივე აქედან გამომდინარე, კვლავ საკმაოდ აქტუალურია უცხოელი მწვრთნელის საკითხი. ჭეიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუკი ერთ ადგილზე გაყინვა არ გვინდა, ძლიერი უცხოელი სპეციალისტი უნდა ჩამოვიყვანოთ, რომელიც ჩვენი გუნდის პლიუსებს კიდევ უფრო აამაღლებს, ხარვეზებს კი მაქსიმალურად აღმოფხვრის. საქართველოს რაგბის კავშირი ზელანდიელი მწვრთნელის ჩამოყვანისთვის მხოლოდ 300 000 დოლარს სთხოვს სახელმწიფოს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ თანხის რაგბისთვის გაფუჭება, როცა სააკაშვილს მოცეკვავე შადრევნები, თაუერსები და სკვერები აქვს გასახსნელი?!
--------------------
მეტი ხაშლამა ხალხს!
|