გულშემატკივრებო, დაჯავშნეთ
ბილეთები და აბონემენტები!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორგანიზაციებსა და კერძო პირებს სთავაზობს ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩებზე დასასწრები აბონემენტის დაჯავშნას!
ჩვენი გუნდი თბილისში უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტ უკრაინას, შოტლანდიას, ლიტვას და ფარერის კუნძულების ნაკრებს.
ხსენებული ექვსი ოფიციალური თამაშის გარდა, აბონემენტის მფლობელი საქართველოს ნაკრების ერთ ამხანაგურ თამაშსაც დაესწრება, საერთო ჯამში კი, ჩვენი გუნდის შვიდ შეხვედრას იხილავს!
ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორგანიზაციებს სთავაზობს ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველო-საფრანგეთის მატჩის ბილეთების დაჯავშნას.
საქართველო - საფრანგეთის მატჩზე ხუთი კატეგორიის ბილეთები გაიყიდება:
პირველი კატეგორია - 80 ლარი
მეორე კატეგორია - 50 ლარი
მესამე კატეგორია - 30 ლარი
მეოთხე კატეგორია - 15 ლარი
მეხუთე კატეგორია - 7 ლარი
ბილეთების და აბონემენტის დაჯავშნის მსურველები 15 აგვისტოდან დაგვიკავშირდით ყოველდღე (გარდა შაბათ-კვირისა) 12 საათიდან 17 საათამდე შემდეგ ტელეფონებზე:
877 990 970 - საკონტაქტო პირი ირაკლი ნაკაიძე
23 10 27 - ოფისი
-----------------------------------------------------------------------------------
gff.ge