#3312562 · 25 Jun 2006, 21:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ნაკრები ურუგვაისთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
თბილისი. 25 ივნისი (პრაიმ-ნიუსი) – ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ამის შესახებ პრაიმ-ნიუსს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა განუცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ურუგვაის მხარესთან თითქმის დასრულებულია.
მატჩი თბილისში ფიფას მიერ ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილ დღეს, 15 ნოემბერს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 16 აგვისტოს ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს. -aj/zm-
|