sharla IXფედერაციის საიტზე ესაა
მე-20 წუთი: გოგიტა გოგუას პასის შემდეგ შოთა არველაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მე-18 წუთი, გოლი: ალექსანდრე იაშვილის ზუსტი დარტყმის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მეორედ დალაშქრა ფარერის კუნძულების ნაკრების კარი - 2:0.
მე-16 წუთი, გოლი: დავით მუჯირის უძლიერესი და შესანიშნავი დარტყმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - 1:0.
მე-13 წუთი: ლევან კობიაშვილის დარტყმას მცველები გადაეღობნენ.
მე-10 წუთი: გოგიტა გოგუა სახიფათოდ ურტყამს კარში, თუმცა მეკარე კვლავ საიმედოდ თამაშობს.
მე-7 წუთი: კუთხური საქართველოს ნაკრების კართან. ფარერელთა ფორვარდმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგა - ბურთი კარს გადასცდა.
მე-3 წუთი: საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა კარის მიმართულებით - ლევან კობიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ფარერელთა მეკარემ იგდო ხელთ.
1 წუთი: თამაში ფარერის კუნძულების ნაკრების ფეხბურთელებმა დაიწყეს.
დიდი მადლობა