საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ”ჩელენჯ ტროფის” ტიტული ვერ დაიცვა
http://www.georgianhandball.ge/?p=1351ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ ”ჩელენჯ ტროფის” ფინალში ქართველმა ხელბურთელებმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხეს და სამწუხაროდ, ფინეთის ნაკრებთან 28:30 დამარცხდნენ. ქართველმა ხელბურთელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და ანგარიშიც წაიყვანეს, თუმცა ამის შემდეგ მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცეს. საქართველოს ნაკრების ხელბურთელები საკმაოდ ხშირად ჯარიმდებოდნენ და ორწუთიან გაძევებას იღებდნენ, მეტოქე კი რიცხობრივ უპირატესობას იყენებდა. მეორე მიზეზი კი, რამაც საქართველოს ნაკრების მარცხი განაპირობა შეუთამაშებლობაა.
მერაბ მეტრეველის გაწვრთნილმა ნაკრებმა ბოლო წუთებზე გაიბრძოლა და ანგარიშის შემცირებაც შეძლო, მაგრამ მეტი ვეღად მოახერხა. მატჩის მიმდინარეობისას ნათლად იგრძნობოდა, რომ საქართველოს ნაკრებში უფრო მაღალი დონის ხელბურთელები თამაშობენ და სათანადო შეთამაშების შემთხვევაში უკეთ თამაში შეუძლიათ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სერგო დათუკაშვილი იყო 11 გოლით, რომელიც მატჩის ორგანიზატორებმაც გამოარჩიეს. მარცხის მიუხედავად, უნდა გამოვყოთ შოთა თევზაძე, ვინც რამდენჯერმე შესანიშნავად ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხელბურთში
საქართველოს ნაკრები: თევზაძე, დათუკაშვილი (11 გოლი), რუსია (5), მსხვილიძე (4), ტალახაძე (3), ჩიქოვანი (2), ჭანტურია (1), კალანდაძე (1), კირილოვი (1), მაისურაძე; ამირანაშვილი, ყიფიანი, გოგალაძე, სამყურაშვილი
მთავარი მწვრთნელი: მერაბ მეტრეველი
მწვრთნელი: ირაკლი კეკელიძე
http://www.georgianhandball.ge/?p=1351სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური
http://www.georgianhandball.ge/?p=1351 * * *
Jerminaმართალი ხარ გეთანხმები ....... პირდაპირ მწრთვნელის ბრალი იყო ჩვენი ნაკრების წაგება....