სსაუ თბილისი დღეს ისრაელში მიემგზავრება -
http://georgianhandball.ge/?p=2777დღეს 3 სექტემბერს სსაუ თბილისი EHF თასის გათამაშების პირველ ეტაპზე სათამაშოდ ისრაელში მიემგზავრება. თბილისელები იქაურ გუნდ Hapoel Rishon Le Zion-ს 5 და 6 სექტემბერს შეხვდებიან, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გადავა შემდგომ მეორე ეტაპზე. სამწუხარო ფაქტია ის რომ უსახსრობის გამო თბილისელები ორივე თამაშს ისრაელში გამართავენ ეს Le Zion- ს დიდ უპირატესობას აძლევს. წინა სეზონზე ჩვენები EHF თასის პირველ ეტაპზე კვიპროსის გუნდ “Kouroushi Proodevtikos” Paphos -ს შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში 10 ქულის სხვაობით 65:55 დაამარცხეს. მეორე ტურში კი პორტუგალიურ გუნდ Sport Lisboa e Benfica-სთან 63:46 დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ჩემპიონატს. ჩვენებმა წინა წელსაც 4 ივე თამაში გასვლაზე ითამაშეს და მაინც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. წელს გუნდს 5 მოთამაშე დაემატა, ღაღანიძე ირაკლი, რომელიც ადრეც თბილისში თამაშობდა ბოლოს კი საბერძნეთის ერთერთ გუნდში გახლდათ ისევ თბილისს დაუბრუნდა, ტალახაძე აკაკი იგი ბოლოს ირანში თამაშობდა და 3 ახალგაზრდა ხელბურთელი ხუნჯუა ჯუმბერი, წითელაშვილი ლექსო და კიკნაძე გიგა. რაც შეეხება გუნდებს, დავიწყოთ მოწინააღმდეგე გუნდიდან.
Denis Zakharov
Le Zion – ს ჩვენი გუნდისგან განსხვავებით 5 ლეგიონერი ყავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული და ძლიერი რუსი დენის საკაროვია. მას 4 წელი გერმანიის ბუნდესლიგაში აქვს ნათამაშები, კერძოდ კი გუმერსბახში. ალბათ გაგიგიათ, რომ VfL Gummersbach-ი ბუნდესლიგის ერთერთი გამორჩეული და ძალზედ ძლიერი გუნდია. სხვა სხვა რომ არაფერი ვთქვათ 2009 წელს გუმერსბახმა EHF თასის მოიგება შეძლო ხოლო 2010 წელს მათ თასების მფლობელთა თასიც მოიპოვეს. თდენისი მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობს, იგი სიმაღლეში ორი მეტრია. სავარაუდოდ ჩვენს თბილისელებს სწორედ დენის საკაროვი შეუქმნის ყველაზე დიდ პრობლემებს. დანარჩენ 4 ლეგიონერს რაც შეეხება, ისრაელებს 1 უკრაინელი ყავთ დამატებული Doroshchuk Dmytro, 1 ლიტველი Gedvilas Alegridas-ი და ორი რუსი Khomarov
Mikhail-ი და Tsiperman Maxim- ი .
Tite kalandadze
ეხლა გადავხედოთ სსაუ თბილისს, როგორც უკვე გითხარით ჩვენს თბილისის გუნდს უცხო ქვეყნის მოთამაშე არ ყავს დამატებული. გუნდში ყველაზე გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეა ტიტე კალანდაძე, მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძლიერი ქვეყნის გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა მაკედონიის გუნდი ვარდარის სკოპიე, იტალიის გუნდი გენერალი ტრისტე, თურქეთის გუნდი ასკი ანკარა, ხოლო თბილისამდე იგი ისლანდიურ გუნდ უმფ სტრაიანში თამაშობდა. გამოცდილი მოთამაშეები არიან ასევე ანდრიაძე კორნელი, გელაშვილი ლევანი, წივწივაძე გიორგი და ტალახაძე აკაკი, რომელიც ირანის ერთერთი გუნდიდან სულ ახლახანს გადმოვიდა თბილისში. გუნდში არიან ასევე ახალგაზრდა ხელბურთელებიც. წითელაშვილი ლექსო (u18 საქართველოს ნაკრების კაპიტანი) და თევზაძე ირაკლი რომელიც ასევე საქართველოს თვრამეტ წლამდე ნაკრებში თამაშობს.
გუნდების შემადგენლობები კი ასე გამოიყურება.
სსაუ/თბილისი
ამირანაშვილი ოთარი, ანდრიაძე კორნელი, გაგანიძე ირაკლი, გელაშვილი ლევანი, გოჩანოვი ალექსანდრე, იობაშვილი გიორგი, კალანდაძე ტიტე, ქარდავა ნანო, ყაველაშვილი აკაკი, კიკნაძე გიგა, ლობჟანიძე ალექსანდრე, მაისურაძე უჩა, ტალახაძე აკაკი, თევზაძე ირაკლი, წითელაშვილი ლექსო, წივწივაძე გიორგი, ხუნჯუა ჯუმბერი.
მთავარი მწვრთნელი : მამუკა მჟავანაძე
მწვრთნელი : ტიტე კალანდაძე
Hapoel Rishon Le Zion
Abulafia Omer, Atoon Avraham, Cohen Guy, Doroshchuk Dmytro (UKR), Elimelech Moshe, Fischlovic Niv, Gedvilas Alegridas (LTU), Gerera Yuval, Greenberg Nir, Hamami Ezra, Hershkovitz Shay, Hershkowitz Tal, Khomarov Mikhail (RUS), Langlieb Amir, Maimon Idan, Miyara Shahar, Peretz David, Ran Eli, Suher Eyal, Tal Yotam, Tsiperman Maxim (RUS), Yaish Idan, Yakov Gil, Zakharov Denis (RUS), Zarfati Eran.
ამავე ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს სერბული გუნდი RK Metaloplastika Zorka Keramika , რომელშიც როგორც მოგეხსენებათ ორი ქართველი ხელბურთელი რატი მსხვილიძე და ირაკლი ჩიქოვანი თამაშობენ. პირველ ტურში მეტალოპლასტიკა ფარერის კუნძულების გუნდს HC Neistin-ს შეხვდება.
და ბოლოს ჩვენი საიტი სსაუ/თბილისს უსურვებს ორივე თამაშში გამარჯვებას და შემდგომ ეტაპზე წარმატებით გასვლას. !
http://georgianhandball.ge/?p=2777