2001 წელს როდესაც ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს უძლიერესი გუნდი იყო, ქუთაისში 15 000 მაყურებლის თვალწინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ნაკრებმა ფეხბურთელებმა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს და 1-0 დაამარცხეს. მაშინ ითქვა ტრადიცია იქნებაო და წელიწადში ერთხელ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა ნაკრებებს უმასპინძლებენ ჩვენ ჩემპიონატში მოთამაშე გამორჩეული ბიჭებიო......მაგრამ მსგავსი მატჩი უკანასკნელი იყო....
დღეს საქართველოს ნაკრების ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩები მხოლოდ თბილისში იმართება და ნაკრებშიც ძირითადად ლეგიონერები ასპარეზობენ...მიმაჩნია საქართველოში ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით სასურველია წელიწადში ერთხელ საქართველოს რომელიმე რეგიონში ჩატარდეს არაოფიციალური ამხანაგური მატჩი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა და რომელიმე ნაკრებს შორის (ინგლისი და თუნდაც ურუგვაი ესეთ მატჩს არ ითამაშებს რათქმა უნდა, იგივე სომხეთიც რომ გვეწვიოს მაინც საინტერესო იქნება)..ასეთი მატჩით პირველ რიგში ნაკრების მწვრთნელები დააკვირდებიან საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს..შეაფასებენ მათ შესაძლებობებს საერთაშორისო დონეზე,თავად ფეხბურთელებსაც მიეცემათ უდიდესი სტიმული..და რაც მთავარია იხეირებს რეგიონები...დარწმუნებული ვარ ქუთაისში იქნება თუ ბათუმში ორივეგან მხურვალედ "უბალეშიკებენ" ჩვენებს და სტადიონიც გაივსება.
ჰო მართლა სტადიონი..ბევრი იკითხვას სად გვაქ თბილისის გარდა ნორმალური სტადიონიო...? ასეთი არაოფიციალური მატჩის ჩატარება ქუთაისშიც შეიძლება..არის სხვა ვარიანტებიც:ზესტაფონი,ბოლნისი,ბორჯომი.....მგონია ცუდი იდეა არ უნდა იყოს..რას იტყვით ?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აი იმ მატჩის ოქმიც
საქართველო 1:0 აზერბაიჯანი
გოლი: 1:0 ზ.იონანიძე (62)
საქართველო: ი.ზოიძე (კაპ) (ი.ხმელიძე 46), ლ.სილაგაძე, გ.შაშიაშვილი (ა.გოგობერიშვილი 54), ვ.აბრამიძე (გ.ჭანკოტაძე 46), ს.თოდუა, რ.ქემოკლიძე (ვ.გუჩუა 46), გ.დიდავა, ე.საჯაია (მ.მახვილაძე 46), ზ.იონანიძე, მ.აშვეთია (ლ.ნოზაძე 67), ლ.მელქაძე (გ.ყიფიანი 46)
მწვრთნელები: დ.ყიფიანი და რ.ძოძუაშვილი
იმ გუნდიდან დღემანდელ ნაკრებში მხოლოდ 2 ფეხბურთელი შაშიაშვილი და აშვეთია თამაშობენ

ზოიძემ ფეხბურთს თავი დაანება
გოგობერიშვილი,აბრამიძე,მელქაძე - დღეს უკვე ლეგიონერები არიან
სილაგაძე,თოდუა,ქემოკლიძე,დიდავა,საჯაია,მახვილაძე,ნოზაძე - დღესაც ჩვენ ჩემპიონატში თამაშობენ

ჭანკოტაძე - ეს ნარკოტიკებზე დაუჭერიათ
ხმელიძე,გუჩუა,ყიფიანი - სად არიან ვინმემ იცის ? მაინტერესებს