ეეეეხლა ტოპი წავიდესო და ეგეთები არ გავიგონო

ბოლოს როდის შექმნა საქართველომ 5 საგოლე მომენტი გერმანიის დონის გუნდთან ერთ თამაშში, მითხარით.
ეხლა დონე თუ არ აქვთ ცალკე აღებულ ფეხბურთელებს საკმარისი, ეგ არ არის ტოპის ბრალი.
ტოპმიოლერის დონის მწვრთნელი საქართველოს ჯერ არ ყოლია და ალბათ არც ეყოლება.
ტოპი უნდა დარჩეს ნაკრებში არა მარტო 2008მდე, არამედ 2010-ის შესარჩევებისთვისაც, თუ თვითონ არ წავა.
თუ ასე მოხდა, საქართველოს რეიტინგი ისეთ დონემდე აიწევს, როგორზეც ჯერ არ ყოფილა.
ასეთი ჯგუფიდან კი გასვლის შანსი ჩვენ კი არა, ჩვენზე ორი თავით ძლიერ გუნდსაც არ ექნებოდა დიდი.