U17: ევროპის 2007 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი თბილისში ხვალ იწყება!
ხვალიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი და ბოლნისი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის 2007 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრების გარდა ჩვენს ჯგუფში გერმანიის, მაკედონიის და რუსეთის ნაკრებები იასპარეზებენ.
პირველი ტურის შეხვედრებში გერმანიის და მაკედონიის ნაკრებები 12 საათზე ბოლნისში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო საქართველო რუსეთის ნაკრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაუპირისპირდება.
ამ ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, ანუ ელიტ-რაუნდში ორი საუკეთესო გუნდი გავა. თუ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად 2007 წლის მარტში დამატებით სამ შესარჩევ შეხვედრას გამართავს. 2007 წლის ზაფხულში კონტინენტის პირველობას ბელგია უმასპინძლებს.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ჰერბერტ ცანკერმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც შესარჩევი ტურნირის სამ შეხვედრაში გუნდის ღირსებას დაიცავენ:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (31.03.1990; "დინამოს” აკადემია), ირაკლი დგებუაძე (04.05.1990; რუსთავის "ოლიმპი”)
მცველები: ირაკლი კალანდია (03.06.1990; "ლოკომოტივი”), გიორგი გეთიაშვილი (07.03.1990; "დინამოს” აკადემია), გურამ მინდორაშვილი (16.02.1990; "დინამოს” აკადემია), ცოტნე ბუკია (03.01.1990; ხობის "ოლიმპი”), ილია სორდია (11.06.1990; "ვიტ ჯორჯია”)
ნახევარმცველები: გიორგი მამუჩიშვილი (12.04.1990; "დინამოს” აკადემია), თორნიკე თარხნიშვილი (30.01.1990; "ზესტაფონი”), თემურ შონია (28.05.1990; "ოლიმპიკის” აკადემია), გიორგი ჯოხაძე (24.03.1990; "დინამოს” აკადემია), ზაქრო ბეგლარიშვილი (30.04.1990; რუსთავის "ოლიმპი”), ლევან ყენია (18.10.1990; "ლოკომოტივი”), რეზო ღანიაშვილი (27.05.1990; რუსთავის "ოლიმპი”), თორნიკე ბერიძე (11.02.1990; ბათუმის "დინამო”), გიორგი სალარიძე (08.06.1990; "ჩიხურა”)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (24.03.1990; "ემპოლი”, იტალია), მიხეილ ხოკერაშვილი (05.12.1990; "ოლიმპიკის” აკადემია)
შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ქართველმა ჭაბუკებმა აგვისტოში პალანგის (ლატვია) და სექტემბერში ხიოსის (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირებში მეორე ადგილი დაიკავეს.
მიმაგრებული სურათი