georgien
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1881
წევრი No.: 18232
რეგისტრ.: 16-March 06
|
#3953636 · 14 Oct 2006, 13:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
U17: ევროპის 2007 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი - პირველი დღე
დღეს ბოლნისსა და თბილისში ევროპის 2007 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი შეხვედრა გაიმართა 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის. ბოლნისში გერმანელებმა 7:1 გაანადგურეს მაკედონიის ნაკრები, ხოლო თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრები 1:2 დამარცხდა რუსეთის გუნდთან.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შეტევებით დაიწყო, თუმცა გოლი პირველმა გაუშვა - ჩვენს კართან შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა რუსეთის გუნდის მეორე ნომერმა ანდრეი ვავილჩენკოვმა და უძლიერესი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1,
გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა 69-ე წუთამდე ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. 69-ე წუთზეკი კი ლევან მჭედლიძემ შორი მანძილიდან დაარტყა კარში, მეკარემ ბურთი ვერ შეიმაგრა და დამატებაზე ლევან ყენიამ ყველას აჯობა - 1:1.
ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის მოგების შანსი მიეცათ, თუმცა თავად გაუშვეს გოლი - მსაჯმა მორიგ ორთაბრძოლაში ქართველი ფეხბურთელის მხრიდან საჯარიმოში წესების დარღვევა დააფიქსირა და მაკარიძის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. იმავე ანდრეი ვავილჩენკოვმა პენალტი გოლად აქცია. გიორგი მაკარიძემ კუთხე გამოიცნო, თუმცა ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს ჩაატარებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე - ჰერბერტ ცანკერის გუნდი გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს ბოლნისში მაკედონიის ნაკრები 7:1 გაანადგურა. რვავე ბურთი გერმანელებმა გაიტანეს, თუმცა ერთი საკუთარ კარში.
რუსეთის ნაკრები იმავე დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მაკედონიას დაუპირისპირდება.
თბილისი. ”მიხეილ მესხი”. 900
საქართველო U17 1:2 რუსეთი U17
გოლები: 0:1 ა.ვავილჩენკოვი (12), 1:1 ლ.ყენია (69), 1:2 ა.ვავილჩენკოვი (73, პენ)
საქართველო U17: გ.მაკარიძე, გ.მინდორაშვილი, გ.გეთიაშვილი, ც.ბუკია (ი.სორდია 31), ი.კალანდია, თ.თარხნიშვილი (კაპ) (გ.მამუჩაშვილი 67), თ.შონია (მ.ხოკერაშვილი 55), თ.ბერიძე, ლ.ყენია, გ.სალარიძე, ლ.მჭედლიძე
სათადარიგონი: ი.დგებუაძე, გ.ჯოხაძე, ზ.ბეგლარიშვილი, ბ.მაჭავარიანი
მწვრთნელი: ჰ.ცანკერი (გერმანია)
რუსეთი U17: ს.მანევი, ა.ვავილჩენკოვი, ა.კოჟევნიკოვი, ვ.დმიტრიევი, რ.კამბოლოვი, რ.პერეპლნიკოვი (კაპ), ი.მიაკინკინი (ა.კუდრიავცევი 51), ა.ძაგოევი, ფ.სმოლოვი (მ.გრიგორევი 46), ს.შუმილინი, დ.ვოინოვი (ა.პეტროვი 64)
სათადარიგონი: ე.კობოზევი, ტ.ბურლაკი, კ.ჩეკმარიოვი, ა.დელკინი
მწვრთნელი: ა.ტალალაევი
გაფრთხილება: ც.ბუკია (26), რ.კამბოლოვი (27), რ.პერეპელნიკოვი (53), მ.ხოკერაშვილი (58), ი.კალანდია (70), ა.ძაგოევი (76)
მსაჯები: ი.ცახლიდისი (საბერძნეთი); ს.პანოუ (საბერძნეთი), მ.მალმბერგი (დანია); ტ.ვეილგაარდი (დანია)
ბოლნისი. ”თემურ სტეფანია”. 500
გერმანია U17 7:1 მაკედონია U17
გოლები: 1:0 კ.ვოლცე (11), 2:0 მ.კნოლი (13), 3:0 პ.ფუნკი (25), 4:0 ს.ბიგალკე (29), 5:0 ტ.კროოსი (45), 5:1 ნ.ტეიშეირა (64, სკ), 6:1 დ.დოვიდატი (65), 7:1 ს.ბიგალკე (74)
გერმანია U17: რ.ვოლატი, ნ.ტეიშეირა, მ.პაშანი, ტ.შტადლერი (ფ.გიოტცე 50), კ.ვოლცე, ჰ.საუერბიერი, პ.ფუნკი (კაპ) (კ.რაუში 60), ტ.კროოსი, ს.ბიგალკე, მ.უნტში, მ.კნოლი (დ.დოვიდატი 50)
სათადარიგონი: ფ.გიფერი, კ-ს.ევერსი, ე.ტაპისერი, ვ.მაიერი
მწვრთნელი: პ.შომანი
მაკედონია U17: ა.ივანოვიკი, ს.ანგელევსკი, ი.ურდინოვი, ბ.სტოიანოვსკი (კაპ), ი.ცვეტანოვი, კ.რისტევსკი (ა.ველიანოვსკი 41), ე.საბანი (ა.აიეტი 63), ს.სპიროვსკი (ე.ადემი 44), დ.ცვეტანოვსკი, დ.გეორგიევი, ი.ტრიფუნოვსკი
სათადარიგონი: ა.იასარი, ე.კურტი, კ.პოპ-ზაფიროვი, დ.სტოიანოვი
მწვრთნელი: ზ.ცვეტანოვსკი
გაფრთხილება: ს.სპიროვსკი (18), ე.საბანი (50), ი.ცვეტანოვი (72), ჰ.საუერბიერი (75)
მსაჯები: შ.საპი (უნგრეთი); ა.ალბერტი (უნგრეთი), ზ.მენთეშაშვილი (საქართველო); გ.ვადაჭკორია (საქართველო)
--------------------
http://dinamotbilisi.fastbb.ru
|