#4135641 · 10 Nov 2006, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტრიტბოლი კარგია მაგრამ მე მგონი კალათბურთი ვითარდება არა იმიტომ რომ სტრიტბოლი პოპულარულია არამედ სტრიტბოლი პოპულარულია იმიტომ რომ ქვეყანას ძლიერი ლიგა აქვს. ამერიკაში კალათბურთს, როგორც ყველა პროფესიონალურ სპორტს მკაცრი ინფრასტრუქტრურა აქვს. ყველაფერი იწყება სკოლებიდან, მერე უნივერსიტეტი და მერე NBA. არასდროს გამიგია NBA-ს ვინმე დრაფტში ქუჩიდან აეყვანოს. ნბა -ში ეხლა ვინც ვარსკვლავია როცა უნივერსიტეტში ან high school-ში თამაშობდნენ მაშინ იყვნენ უკვე ვარსკვლავები. Wade - Marquette-ში თამაშობდა, Heinrich - Kansas-ში თამაშობდა, Turiaf - Gonzaga-ში. სამივე პირადად court-ზე მყავს ნანახი როცა ჩემი უნივერსიტეტის გუნდს ეთამაშებოდნენ. საუნივერსიტეტო თამაშები ტელევიზორში გადის და მედიის დიდ ყურადღებას იმსახურებს. იშვიათად რომ პირდაპირ high-school-იდან მოხვდენ top draft-ში. ლაბრონი გამონაკლისია. ჩვენთან სკოლები და უნივერსიტეტები უნდა ჩაერთონ ტურნამენტებში.
--------------------
Always Remember You are Unique; Just Like Everyone Else.
|