ფიფა
პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის წერილი
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცის სახელზე ფიფა-დან ფაქსი მოვიდა: ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ნოდარ ახალკაცს სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
* * *
ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო
მსურს გულითადად მოგილოცოთ 17 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე მე-13 ყრილობაზე გამართულ არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევა და თქვენი მოღვაწეობის შემდგომ პერიოდში, 2007-2011 წლებში ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოღვაწეობისას წარმატებები გისურვოთ.
ქართულ ფეხბურთს შესანიშნავი ისტორია და ბრწყინვალე მომავალი აქვს. როგორც პიროვნება, რომელიც ძალიან კარგად ვიცნობდი მამათქვენს, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ თქვენს შესაძლებლობებში და მწამს, რომ თქვენ არაფერს დაიშურებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კეთილდღეობისთვის.
ქართული ფეხბურთის აღორძინების საქმეში შეგიძლიათ ჩემი მხარდაჭერის და ფიფა-ს დახმარების იმედი იქონიოთ.
ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ციურიხში, ფიფა-ს კონგრესზე და გემშვიდობებით.
საუკეთესო სურვილებით,
იოზეფ ბლატერი
მიმაგრებული სურათი