არაფერი სიახლე ჩემო მადეირა,აიღე ნებისმიერი უკლასო ქართული გუნდის თამაში(ნეტა კლასიანი რომელია?

),ვთქვათ სიონი-ბაკი,ოღონდ გოლების გარეშე და ეგაა.
განლაგება ასეთი იყო(3-5-2)
მერლანი
მახვილაძე--ორბელაძე--აკუსაგა
--------ჭიჭვეიშვ.---სილაგაძე---
გეწაძე------------------------ნავალოვსკი
-------------ჟივკოვიჩი------------
-------დვალი------დვალიშვილი--------
ფლანგური თამაში ვითომ,ტრენერის ჭკუით.ნავალოსკი და გეწაძე(თუ ქებაძე ვერ ვიმახსოვრებ მაგი გვარს)ცვლიან ფლანგებს დრო და დრო,ნავალოვსკის არაფერი გამოსდის,კაციც გაურბის თავის ფლანგზე და აკუსაგა აზღვევს ყოველთვის,და არამარტო მას,დაცვის თითქმის ყველა შეცდომას ეგ შავი ბიჭი ასწორებს.
13 ნომერი ცდილობს თამაშის გამწვავებას,მაგრამ მხოლოდ ცდილობს,უმეტესად ბურტი ფეხებსი ებლანდება,ან ვერ აჩერებს,ან უზუსტო პასს იძლევა,ან უაზროდ ბზრიალებს.
აპორნები--სილაგაძე,რამოდენიმეჯერ კარგია ბურთის ართმევისას,მაგრამ ?შEქმნის დროს ისე ნელა მოძრაობს,რომ ასტანას მცველებს არ უჭირთ მისი ჩანაფიქრის გამოცნობა.ჭიჭვეიშვილი--იგივე,ოღონდ ეს უფრო მეტ არაზუსტ გადაცემას აკეთებს,ვიდრე სილაგაძე.
ჟივკოვიჩი--ეჭვი მაქვს,რომ ეგ კაცი სტროიკაზე მუშაობდა მანამდე
თავდასხმა ნოლი,დვალი საერთოდ არ ჩანს,პასებს ვერ იღებს ვერც ზურგით,ვერც ,,შეყოლილს:,ყველა ბურთზე აგვიანებს რეაგირებას.
დვალიშვილი უფრო აქტიურია,ფლანგებიდან ცდილობს შეტევებს,მაგრამ აქაც იგივე,სხვებს სძინავთ.
მეკარე---უნარიანად ხელმძღვანელობს დაცვას,ბოლო წუთზე აშკარა გოლისგან გვიზსნა,თუმც ლამის მცველს გაატანინა თავის კარებში
ხიფათისდამაგვარი იქმნება მარტო სტანდარტულების დროს და ისიც მთავრდება არაზუსტი თავურებიუთ.ყველაზე რეალური მომენტი--კოშკაძე არტყამს საჯარომოს,მეკარე იგერიებს კუთხურზე.